ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla გეგმავს დაამზადოს თვითმართვადი ტაქსი, რომელიც ფუტურისტული იქნება.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი აცხადებს , რობოტაქსის გამოშვების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ეს სიახლე მასკმა ტეხასში, Tesla-ს $1,1 მილიარდიანი ქარხნის გახსნაზე გააკეთა. მასკის შეფასებით ტეხასში Tesla-ს ქარხანა იქნება ყველაზე დიდი ავტოქარხანა შეერთებულ შტატებში. საწარმო, რომელიც ზომით პენტაგონზე დიდია, წელიწადში ნახევარ მილიონ ასეთ ავტომობილს გამოუშვებს.
მისი ინფორმაციით, ტეხასში დამზადებული Model Y ელექტრო მანქანების მიწოდება უკვე დაიწყო.
მასკის მტკიცებით, ტეხასის გიგა ქარხანას აქვს პოტენციალი, გახდეს მსოფლიოში ბატარეის ყველაზე დიდი საწარმო.
მილიარდერის პროგნოზით, 2023 წელს ტესლა ბაზარზე გამოუშვებს Cybertruck-ს, Semi-ს და ახალი თაობის Roadster-ს.