ტესტერთა საერთაშორისო დღე GeoSTQB-ის ორგანიზებით, თიბისისა და ჯიტას მხარდაჭერით საქართველოში მეორედ აღინიშნება

ტესტერთა საერთაშორისო დღე GeoSTQB-ის ორგანიზებით, თიბისისა და ჯიტას მხარდაჭერით საქართველოში მეორედ აღინიშნება

access_time2021-09-06 14:10:00

9 სექტემბერს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა პროფესიული დღე საერთაშორისოდ აღინიშნება. 2020 წლიდან, მას მერე, რაც საქართველოში პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო (GeoSTQB) ჩამოყალიბდა, ტესტერთა საერთაშორისო დღეს ჩვენს ქვეყანაშიც აღნიშნავენ.



ტესტერთა საერთაშორისო დღე, საქართველოში მისი აღნიშვნის დასაბამიდან დეველოპერულ კომუნაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რის გამოც, GeoSTQB-ს ორგანიზებით და თიბისისა და GITA-ს ხელშეწყობით, ტესტერთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება 2021 წელსაც ჩატარდება, ერთდღიანი ფორუმი ონლაინ-ფორმატში ჩატარდება ტესტერებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება წინასწარი რეგისტრაციით.



წლევანდელი ღონისძიება უნიკალურია: ღონისძიებაზე მოხსენებით ქართველი და უცხოელი ექსპერტები გამოვლენ, მათ შორის ISTQB-ის პრეზიდენტი და სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ოლივიერ დენოო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემების ეთიკურ საკითხებს მიმოიხილავს; Slido-ს SDET & QA ლიდერი და Cypress.io-ს ოფიციალური ელჩი, ფილიპ ჰრიქი, რომელიც Cypress-ის მიმართულებით ტესტირების ავტომატიზაციის საწყისებზე ისაუბრებს; და პროგრამული უსაფრთხოების ტესტერი ემნა აიადი, რომელიც მსმენელს მოუყვება, თუ როგორ გაიზარდონ ტესტირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ უცხოელ მომხსენებლებთან ერთად, ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით სფეროს წამყვანი ქართველი ექსპერტებიც გამოვლენ.




ღონისძიების ნაწილი ტესტირების შემასწავლებელ ქართულ პლატფორმებს - თიბისი IT აკადემიას, GITA-ს, Epam Georgia-ს და Softfan-ს დაეთმობა, რა დროსაც, მათი წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას საკუთარი კურსების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.



ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 9 სექტემბერს, დღის პირველ საათზე დაიწყება, ღონისძიების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ  აქ.



NS



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up