ჩეხეთის მოქალაქეები თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში - გაუკვალ თოვლში სრიალებდნენ. სრიალის დროს მოწყდა ზვავი.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის თეთნულდის სამაშველო სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა მომხდარზე. სამაშველო ოპერაცია მხოლოდ 2 წუთი გაგრძელდა , ჩეხეთის ოთხივე მოქალაქე უვნებელი გამოიყვანეს ზვავიდან , მხოლოდ ერთ მათგანს აღენიშნება ხელის მოტეხილება, პირველადი სამედიცინო დახმარება მას ადგილზე გაეწია, შემდგომ მოხდა მესტიის საავადმყოფოში მისი გადაყვანა.
(R)