„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს

„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს

access_time2023-03-29 14:55:08

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე კიდევ 2 ახალ პროექტს იწყებს და ამით კომპანიის პორტფელში, მხოლოდ საბურთალოზე უკვე 5 პროექტი იქნება.


კომპანია ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და ჯამში  უკვე 6 პროექტითაა წარმოდგენილი.


კომპანიის 2 ახალი პროექტი  საბურთალოზე „თეთრი კვადრატი ქავთარაძეზე“ და „თეთრი კვადრატი მინდელზე“ ეს არის  2 სრულიად განსხვავებული კონცეფციის შეთავაზება და საინტერესოა როგორც აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის ვისაც სურს მშვიდ და გამწვანებულ უბანში ცხოვრება საბურთალოზე.


თეთრი კვადრატი დღეს თავის მომხმარებელს ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს თბილისის ყველაზე პოპულარულ საცხოვრებელ უბანში - საბურთალოზე.



მრავალფეროვნება გამოხატულია, როგორც ადგილმდებარეობაში, ისე პროდუქტის მახასიათებლებსა და გადახდის პირობებში.


კომპანიას შეუძლია მოერგოს ნებისმიერი კლიენტის მოთხოვნებს. შეთავაზებაში აქვს, როგორც  პრემიალური პროექტები დაბალი განაშენიანებით და პრემიალური პროექტისთვის დამახასიათებელი კომპონენტებით, როგორიცაა: ჩოგბურთის მოედნები, საცურაო აუზი, სპორტული კომპლექსი. ასევე აქვთ  უბნის პრინციპით შესრულებული პროექტები, სადაც ყველაფერია თანამედროვე ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის: ენერგოეფექტური ბინები, რომლებიც კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას იძლევა, სიახლოვე წამყვან სკოლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბავშვთა გასართობი და სარეკრეაციო სივრცეები, კომერციული ფართები, რომლებიც ამ პროექტში განთავსებულ ოჯახებს მოემსახურება მაღაზიებით, სალონებით და კაფეებით.


„თეთრ კვადრატი“ არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია. მას ზურგს უმაგრებს ჰოლდინგში შემავალი სამშენებლო კომპანია ბიქეი ქონსთრაქშენი, რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე და აქედან 15 წელი საქართველოში. ბიქეი ქონსთრაქშენი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა სირთულის მრავალი ობიექტი აქვს აშენებული,


მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული საკუთარი სამშენებლო კომპანიის არსებობა ჯგუფში ფინანსური სტაბილურობის, მშენებლობის მაღალი ტემპის და მაღალი ხარისხის  გარანტია.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up