აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს. ინფორმაციას CNN თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, ჯო ბაიდენს ეროვნული უსაფრთხოების გუნდი თეთრ სახლში "რეგულარულად" აცნობს უკრაინაში არსებულ ვითარებას.
ჯენ ფსაკის თქმით, შაბათს შუადღისას ბაიდენმა მიიღო ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შეხვედრების შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. კვირას კი ბაიდენი ეროვნულ უშიშროების საბჭოს მოიწვევს უკრაინაში განვითარებულ მოვლენების განსახილველად.
"პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს უკრაინაში განვითარებადი სიტუაციის მონიტორინგს და რეგულარულად ეცნობა ადგილზე მოვლენებს მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის დახმარებით. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე შეტევა ნებისმიერ დროს განახორციელოს", - ნათქვამია ფსაკის წერილობით განცხადებაში.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"