აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან ერთად, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა, ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი განგებ აზიანებს უკრაინაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებს, იპარავს მარცვლეულს და აქტიურად ბლოკავს სურსათის ექსპორტს უკრაინის პორტებიდან, რაც მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ზრდის.
„ვაპირებთ გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება მათი დემოკრატიის დაცვის კუთხით. ეს არის პუტინის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს“ — აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.