თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი კარინ ჟან-პიერი იქნება. როგორც ბიბისი წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრის სახლის პრესსპიკერი იქნება ფერადკანიანი და ლგბტქ თემის წარმომადგენელი.
კარინ ჟან-პიერი 44 წლისაა. ის მანამდე თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილეს მუშაობდა. ის კარიბის ზღვის კუნძულ მარტინკაზეა დაბადებული. კარინ ჟან-პიერი ობამას ადმინისტრაციის წევრიც იყო. თეთრ სახლში მისვლამდე ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ოფისს ხელმძღვანელობდა.
კარინ ჟან-პიერი შეცვლის 43 წლის ჯენ ფსაკის, რომელიც მედიის ცნობით, ტელეკომპანია „ემესენბისზე“ გადადის სამუშაოდ.