ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 9 მაისს ხელს მოაწერს კანონს „ლენდ-ლიზის“ შესახებ უკრაინისთვის. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონს „ლენდ-ლიზის“ შესახებ უკრაინაში დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ფსაკიმ.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ ვიდეოკონფერენციაში, რომელსაც, ასევე, ვიდეოკავშირის მეშვეობით შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.