საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა მანგლისსა და სოფელ ალგეთში 11 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.
კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილესთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური ქსელის, წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარის, საქლორატოროსა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია. პროექტი 2023 წლის მეორე კვარტალში დასრულდება, რის შედეგადაც, 4500-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.