ტეხასის სენატორებმა ბრაიან ჰიუზიმ და მარკ დორაზიომ შტატს ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნა შესთავაზეს. დოკუმენტებში საუბარია ოქროთი გამყარებული მონეტის გამოშვების აუცილებლობაზე. ამის შესახებ News Bitcoin-ი იუწყება.
კანონმდებლების გეგმის მიხედვით, თითოეული მონეტა იდენტიფიცირებული იქნება ოქროს ტროას უნციასთან.
„კონტროლიორი აყალიბებს ციფრულ ვალუტას, რომელიც ოქროთი იქნება მხარდაჭერილი ისე, რომ გამოშვებული ციფრული ვალუტის თითოეული ერთეული წარმოადგენს ტროას უნცია ოქროს გარკვეულ ნაწილს. მეურვემ უნდა შეინახოს საკმარისი ოქრო, რათა უზრუნველყოს, რომ ციფრული ვალუტის ყველა ერთეული, რომელიც გამოშვებულია და ჯერ არ არის გამოსყიდული ფულით ან ოქროთი, გამოისყიდება ოქროში,”- ნათქვამია ტეხასის კანონპროექტში.
სენატორებმა გამოაქვეყნეს წინადადებები, როდესაც მათი კოლეგები აქტიურად იბრძვიან აშშ-ს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებაზე.