უახლოეს წლებში, ევროკავშირის ქვეყნები შესაძლოა გაკოტრდნენ თუ მათი ხელმძღვანელები ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მცდარ ზომებს მიიღებენ. ასეთ პროგნოზს The Economist წერს.
გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენით გაზის შეწყვეტის შემდეგ, მისმა ღირებულებამ 30%-ით მოიმატა.
თუკი ასეთი სიტუაცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯები ელექტროენერგიასა და გაზზე 1,4 ტრილიონ ევროს მიაღწევს.
კორპორაცია Morgan Stanley-ის მონაცემებით კი, ეს შვიდჯერ მეტია ბოლო წლების მონაცემებთან შედარებით.
The Economist-ის ვარაუდით, კრიზისის შესამსუბუქებლად გამოსავალი გრძელვადიან კონტრაქტებშია, პარალელურად კი, ევროპელმა ლიდერებმა ენერგიის ახალი მიმწოდელებელი უნდა ეძებოს. გამოცემას მაგალითისთვის ყატარი მოჰყავს.