The Economist: სელექციურმა აბორტებმა საქართველოში პრობლემა შექმნეს

The Economist: სელექციურმა აბორტებმა საქართველოში პრობლემა შექმნეს

access_time2021-09-08 19:00:50

როდესაც წარმოშობით აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალქეს ნილუფერ კურბანოვას ექიმმა შეატყობინა, რომ მას ბიჭი შეეძინებოდა იგი კარგი ამბისთვის მადლობას ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა, რადგან უფროსი თაობისგან განსხვავებით, კურბანოვა არ თვლის რომ ბიჭები გოგოებს სჯობიან, თუმცა, საქართველოში ბევრი ოჯახი დღემდე დარწმუნებულია, რომ გვარის გასაგრძელებლად აუცილებელია ოჯახს ბიჭის ჰყავდეს. თანაც ითვლება, რომ ბიჭები მშობლებს სიბერეში უპატრონებენ - გოგონებს კი ქმრების მშობლების მოვლა მოუწევთ. 



საუკუნეების მანძილზექართველები ბიჭებს ანიჭებდნენ უპირატესობას. სსრკ-ს 

შემადგენლობაში ყოფნის პერიოდში კომუნისტური ხელისუფლება სექსისტურ ტრადიციებს - მაგალითად, საცოლეების მოტაცებას - ებრძოდა და სქესთა თანასწორობას ქადაგებდა, თუმცა ამის მიუხედავად საკუთარ იდეალებს ხშირად თავადაც არ იზიარებდა. 



საბჭოთა კავშირში, ულტრაბგერითი აპარატები, რომლებითაც ბავშვის სქესის დადგენაა შესაძლებელი იშვიათობა იყო, რადგან სსრკ-ს მათი წარმოების ტექნოლოგია არ ჰქონდა, ხოლო დასავლეთს საბჭოეთისთვის ორმაგი დანიშნულების აღჭურვილობის მიწოდება ეკრძალებოდა.  ამ აპარატების გარკვეული ნაწილების გამოყენება სამხედრო დანიშნულებით იყო შესაძლებელი. 



სსრკ-ს დაშლის შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა - ულტრაბგერითი აპარატები საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა, პარალელურად კი პატრიარქალური ფასეულობები დაბრუნდა, რაც ნაწილობრივ სოციალისტური დიქტატურის მოშლის შემდეგ ბევრი ქართველი სხვა ავტორიტეტებზე, მაგალითად ეკლესიაზე და ოჯახზე გადართვას უკავშირდება.  



ტრადიციული ფასეულობების და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზის წყალობით, გოგოების აბორტები მკვეთრად გაიზარდა, რამაც ახალშობილებს შორის სქესთა ბალანსი მკვეთრად დაარღვია. 1991 წელს 100 გოგონაზე 105 ბიჭი იბადებოდა - ეს ბუნებრივი მაჩვენებელია, რადგანაც ბიჭები ბავშვობაში უფრო ხშირად იღუპებიან და საბოლოოდ პროპორცია ნორმაში შედის. 2004 წელს კი 100 გოგონაზე 115 ბიჭი იბადებოდა.  წლების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ბოლო 5 წლის მანძილზე შეფარდება ნორმას დაუბრუნდა, რაცამ 100 გოგოზე 107 ბიჭი შეადგინა, 2020 წელს ბიჭების რაოდენობა 109-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც სქესობრივი ნიშნით აბორტები დღესაც ფართოდაა გავრცელებული, ახალშობილთა შორის 100 გოგოზე 114 ბიჭი მოდის, ჩინეთში კი 112. 



იმ ფაქტს,  რომ ქართველებმა გოგოები ისევ შეიყვარეს რამდენიმე ახსნა აქვს - პირველ რიგში ეს ქალების სტატუსის მკვეთრი ამაღლებას უკავშირდება. 90-ანი წლების კატაკლიზმების შემდეგ ქალების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ოჯახში მათი წონა გაზარდა. დღეს ქართველი ქალისთვის გაცილებით უფრო ადვილია ქმრის აზრის იგნორირება და სელექტიურ აბორტზე უარის თქმა. მშობლებიც მიხვდნენ, რომ გოგონა, როდესაც ის გაიზრდება, შესაძლოა წარმატებული უყოს და მათ სიბერეში მიხედოს. 



გარკვეული როლი შობადობის შემცირებამაც ითამაშა. 1990 წელს ერთ ქართველ ქალზე 2,2 ბავშვი მოდიოდა, 2001 წელს კი ეს მაჩვენებელი ეკონომიკური ვარდნის ფონზე 1,6-მდე შემცირდა. 2019 წელს, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად გაუმჯობესდა, მაჩვენებელი 2,1-მდე გაიზარდა, თუმც ეს მაღალი მაჩვენებელი სულაც არ არის. 



სექსისტური დამოკიდებულების გადახედვის მიუხედავად, ქართველებს წინა თაობის შეცდომებისთვის საზღაურის გადახდა მაინც მოუწევთ - ზოგიერთ რეგიონში საცოლეების დეფიციტი უკვე შეინიშნება, მიმავალ წელს კი ყველაზე არათანაბარი პროპორციის მქონე თაობას 18 წელი შეუსრულდება. 


შესაძლოა ქორწინებისთვის ზოგიერთს ემიგრირებაც მოუწიოს. 


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


წყარო: The economist





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up