The Guardian-მა „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში მე-40 ადგილზე დაასახელა. ინგლისური გამოცემის რეიტინგში ქართველი ფეხბურთელი ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს წინ, როგორებიცაა კრიშტიანუ რონალდუ („ალ-ნასრი“) და ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“). რონალდუს ამ სიაში 51-ე ადგილი უჭირავს, ოსიმენს - 52-ე.
გამოცემამ ჯერ მხოლოდ 90 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, 11-დან მე-100 ადგილის ჩათვლით. საუკეთესო ფეხბურთელების ათეული ხვალ, 27 იანვარს გახდება ცნობილი.
The Guardian-ის 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების TOP 20-ეულის მეორე ათეულის სია ასე გამოიყურება:
11. სადიო მანე („ბაიერნი“)
12. ნეიმარი („პსჟ“)
13. ჰარი კეინი („ტოტენჰემი“)
14. ჯუდ ბელინგემი („ბორუსია დორტმუნდი“)
15. კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“)
16. აშრაფ ჰაკიმი („პსჟ“)
17. ანტუან გრიზმანი („მადრიდის ატლეტიკო“)
18. ფედერიკო ვალვერდე („მადრიდის რეალი“)
19. პედრი („ბარსელონა“)
20. ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“)