The Guardian: პალმის ზეთი მეტასტაზების გავრცელებას უწყობს ხელს

The Guardian: პალმის ზეთი მეტასტაზების გავრცელებას უწყობს ხელს

access_time2021-11-15 20:00:05

ბარსელონის ბიომედიცინის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმადაც, ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც შეიცავს პალმის ზეთი, სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს.

 

„პალმის ზეთში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც მას მეტასტაზების განვითარების ძალიან ძლიერ სტიმულატორად აქცევს“, - განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სალვადორ აზნარ-ბენიტამ.

 


თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემებია, რომლებსაც დაზუსტება სჭირდებათ, ამიტომაც ამ ეტაპზე ძნელია საუბარი კონკრეტულ დიეტაზე, რომელიც მეტასტაზების გავრცელების პროცესს შეანელებს.

 


კვლევა აჩვენებს, რომ ზოგადად, პალმის ზეთის შემცველი პროდუქტების რაციონიდან ამოღება შესაძლოა მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი გახდეს, რადგანაც ზეთში შემავალი ნუტრიონები სიმსივნის უჯრედებზე არაპროპორციულად ძლიერად მოქმედებენ, განსაკუთრებით, მეტასტაზების გავრცელების სტადიაზე.

 


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ უჯრედების მხოლოდ ნაწილს გააჩნია გავრცელების პოტენციალი და სწორედ მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული დაავადების სიძლიერე. სავარაუდოდ, სწორედ ეს სპეციალიზებული უჯრედებია ძალიან დამოკიდებული ცხიმოვან მჟავაზე, რომელიც არის ნაღების და ზეითუნის ზეთებშიც, თუმცა, განსაკუთრებით ბევრია სწორედ პალმის ზეთში.

 


მკლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს - პალმის ზეთში შემავალი მჟავა თაგვების რაციონს დაუმატეს და შედეგად პირის ღრუს და კანის კიბოს ალბათობა ბევრად გაიზარდა.


 


კვლევა იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ პალმის ზეთის ზემოქმედება სიმსივნურ უჯრედებში გენების ფუნქციაში ცვლილებებს იწვევს, რაც მათ ცხიმოვანი მჟავის უფრო აქტიური მოხმარების საშუალებას აძლევს.

 


სადღეისოდ ონკოდაავადებულთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სწორედ მეტასტაზებია, და ამ სტადიაზე დაავადება უკურნებელია - შესაძლებელია მისი მხოლოდ შეჩერება, ზოგჯერ დიდი ხნითაც, მაგრამ არა საბოლო განკურნება.

 


მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი უჯრედები აქტიურდება ცხიმოვანი მჟავების ზემოქმედების ქვეშ და ამ პროცესის ბლოკირების გზებიც აღმოაჩინეს. შემდგომ ეტაპზე იგეგმება ცილების კვლევა, რომლებიც პალმის ზეთზე უჯრედების რეაგირებას აფერხებენ.

 


„ამ საფუძველზე შესაძლოა შეიქმნას პრეპარატი, რომელიც პალმის ზეთში ადამიანის ორგანიზმისთვის საფრთხის გამომწვევ მჟავას გაანეიტრალებს და ეს გაცილებით უკეთესი გამოსავალია, ვიდრე დიეტა“, - განაცხადა აზნარ-ბენიტამ.

 


პროფესორის აზრით, ადამიანის ჯანმრთელობა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, უყვარს თუ არა მას „Nutella” ან პიცა.

 


კემბრიჯის უნივერსიტეტის ონკოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორის გრეგ ჰენონის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, იმის გათვალისწინებით, რომ პალმის ზეთი - არ არის რაღაცა შორეული, და უცხო პროდუქტი - ადამიანებს მასთან შეხება თითქმის ყოველდღე აქვთ.

 


„პალმის ზეთს დიდი რაოდენობით შეიცავს გადამუშავებული პროდუქტები, შესაბამისად, ეს კვლევა იძლევა ძლიერ მოტივაციას იმისთვის, რომ გაგრძელდეს სიმსივნის პროგრესირებაზე კვების რაციონის გავლენის შესწავლა“, - მიიჩევს ჰენონი.

 

theguardian.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up