The New York Times: რუსეთის მთავრობა ჰაკერულ ჯგუფებს არ მართავს?

The New York Times: რუსეთის მთავრობა ჰაკერულ ჯგუფებს არ მართავს?

access_time2021-09-13 20:00:20

რუსეთის დაზვერვას გააჩნია გავლენა რუსულ ჰაკერულ ჯგუფებზე, რომლებიც ონლაინ-გამოძალვით არიან დაკავებულები და კრემლი მათ შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს.

 

თუმცა, ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლება მათ საქმიანობას უშუალოდ არ აკონტროლებს - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის Recorded Future-ს მიერ ამ თემაზე მომზადებულ ანგარიშში.

 

კრემლი უფრო თვალს ხუჭავს მათ საქმიანობაზე, ვიდრე ხელმძღვანელობს მათ და ამაზე მეტყველებდა ამ ჯგუფების აქტიურობის შემცირება პუტინის და ბაიდენის შეხვედრის შემდეგ. თუმცა,  ბოლო პერიოდში, ქსელში ისევ გამოჩნდა რუსული ჰაკერული ჯგუფი REvil, რომელიც რამდენიმე თვის წინ უეცრად გაქრა.

 

„ის, რომ აქტივობა შენელდა, იმის მიმანიშნებელია, რომ კრიმინალური დაჯგუფებები კრემლისგან სიგნალს ელოდებიან - თუ როდის შეძლებენ ისინი შეტევების განახლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ვლადიმირ პუტინის პოზიციას - თუ ის მკაცრად დააყენეს ჰაკერულ ჯგუფებს ახალი რეალობის წინაშე და მათ საქმიანობას ომს გამოუცხადებს, თავდასხმები ძალიან მალე შეწყდება“, - მიიჩნევს აშშ-ის კიბერსამმართველოს დირექტორი კრის ინგლისი.

 

Recorded Future-ს ანგარიში ადასტურებს ამერიკის ოფიციალურ წრეებში გავრცელებულ აზრს - კრემლი უშუალოდ არ ეუბნება ჰაკერებს რა აკეთონ და როდის, თუმცა მათი საქმიანობის თაობაზე ინფორმირებულია და მას ყველანაირად უწყობს ხელს. შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, პუტინს მათი საქმიანობის სწრაფად შეწყვეტა შეუძლია.

 


მოსკოვი კიბერდამნაშავეებს საკუთარი გეგმებით მუშაობის უფლებას აძლევს მანამ, სანამ ისინი კრემლს არ უპირისპირდებიან და მათი საქმიანობა მთლიანობაში პუტინის პოლიტიკის მიმართულებებს ემთხვევა. შედეგად, კრემლის კონტროლი ჰაკერულ ჯგუფებზე სუსტია, რაც მას კიბერ-დანაშაულთან კავშირების უარყოფის საშუალებას აძლევს.

 

თუმცა, შესაძლოა მათ მეტისმეტი მოუვიდეთ და რომელიმე ოპერაციამ აშშ-ის მკვეთრი რეაქცია გამოიწვიოს. პუტინის მიზანი კი ამერიკისთვის თავის ტკივილის გაჩენაა და არა საერთაშორისო სკანდალის გაჩაღება.

 

რუსეთის მთავრობის მამები ჰაკერებს არ აძლევენ ინსტრუქციებს, ვისი საიტები გატეხონ და ვისი არა, თუმცა, მათ შორის გარკვეული ერთობა არსებობს. ცნობილია რომ რუსეთი წლების მანძილზე არ რეაგირებს კიბერშეტევებზე მანამ, სანამ ჰაკერები რუსეთის წინააღმდეგ არაფერს არ მოიმოქმედებენ.

 

„რუსეთის მთავრობა ჰაკერებს გარკვეული დაცვას სთავაზობს, ამის სანაცვლოდ კი მათ გამოცდილებას იყენებს. აქ პირველ რიგში პოლიტიკური ინტერესია, მაგრამ არა მხოლოდ - გამოძალვებით მიღებული თანხების ნაწილი რუსი მაღალჩინოსნების ჯიბეებში მიდის“, - მიიჩნევს აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე, რიჩარდ დაუნინგ.

 

რუსეთის დაზვერვამ ნიჭიერი პროგრამისტების აყვანა ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო - მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც კიბერდანაშაულის გამო სასჯელს იხდიდნენ. სავარაუდოდ, ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება. ანგარიშის თანახმად, ბევრი ჰაკერი ნებაყოფლობით ცდილობს რუსეთის სტრატეგიული ინტერესების დაცვას.

 

მაგალითად, ჰაკერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი მაიორი დმიტრი დოკუჩაევი - მისი სპეციალიზაცია პლასტიკური ბარათების გატეხვა იყო, რის გამოც ის 2017 წელს დააპატიმრეს, თუმცა, 2021 წლის მაისში ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, მან ძალიან კარგად იცის, ზღვარი სად გადის და ვისი აწიოკება დასაშვებია, ვისი კი - არა.

 

nytimes.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up