The Telegraph: „გაზპრომი“ ევროპაზე ზეწოლას აძლიერებს

The Telegraph: „გაზპრომი“ ევროპაზე ზეწოლას აძლიერებს

access_time2021-09-16 19:00:49

რუსეთის „ეროვნულმა მონაპოვარმა“გაზპრომმა“ გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მშენებლობის დასრულების თაობაზე განაცხადა.

 


ეს პროექტი 8 მლრდ ფუნტი დაჯდა, მრავალი დებატები გამოწვია და კრიტიკოსების აზრით, ის რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის. თუმცა, მილსადენის კომერციული გამოყენება შეუძლებელი იქნება, სანამ გერმანული და ევროპული მარეგულირებელი ორგანოები ამის უფლებას არ მისცემენ.

 


პროცედურები კი შესაძლოა გაზაფხულამდე გაიწელოს.

 


ეს ხდება ევროპაში გაზის უპრეცედენტო გაძვირების ფონზე - ეკონომიკის პოსტპანდემიურმა ზრდამ საწვავზე დიდი მოთხოვნა და ამასთან ერთად მწვავე დეფიციტი წარმოქმნა. რუსეთმა, რომელსაც ახალი გაზსადენის ამუშავება თავისი პირობებით სურს, გაზის მიწოდება ევროპაში შეამცირა, პარალელურად გათხევადებული გაზის დიდი ნაკადები აზიაში, განსაკუთრებით ჩინეთში მიემართება.

 


ამას ემატება ევროპაში გაზსაცავებში საწვავის არასაკმარისი რაოდენობა - ამ სამი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვის ის, რომ გაზის ღირებულება 800-900 დოლარამდე გაიზარდა.


 


ამ ფონზე რუსული მხარე აცხადებს, რომ მზადაა ევროპაში გაზის მიწოდება გაზარდოს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ სასწრაფოდ ამუშავდება.

 


„მოთხოვნა გაზზე ევროპაში დიდია, თანაც ჯერ გაურკვეველია, როგორი იქნება ზამთარი. თუ სიცივე იქნება, რა თქმა უნდა, მოთხოვნა გაზზე გაიზრდება. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედება ევროპაში საფასო პარამეტრებს მნიშვნელოვნად შეცვლის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

 


გაზზე რეკორდულად მაღალი ფასები კრემლს ევროპელ პარტნიორებზე ზეწოლის საშუალებას აძლევს იმისთვის, რომ მათ მილსადენის ამუშავების ნებართვა რაც შეიძლება სწრაფად გასცენ.

 


„რუსული მხარე არსებული მაღალი ფასებიდან მოგების მიღებას და გაზის დამატებითი რაოდენობის ექსპორტს არ აპირებს. კრემლში აცნობიერებენ, რომ ახალ გაზსადენთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და მოთხოვნის ზრდის ფონზე ჩათვალა, რომ ევროპისთვის საკუთარი წესების კარნახი შეუძლია“, - თვლის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის ექსპერტი მარია შაგინა.

 


თუმცა, პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის გაძვირებას რუსეთთან არავითარი კავშირი არა აქვს. ევროპის ქვეყნების წინაშე სერიოზული დილემა დგას - ზამთარი ახლოვდება, გაზის მოხმარება ყოველკვირეულად იზრდება, ხოლო შექმნილი დეფიციტის დაფარვის არანაირი სხვა წყარო, რუსული გაზის გარდა, ამ ეტაპზე არ არსებობს.

 


ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებს მარტივი არჩევანი აქვთ - ან სასწრაფოდ დათანხმდნენ „გაზპრომის“ პირობებს და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მუშაობის უფლება მისცენ, ან საკუთარ პრინციპებზეა უარი არ თქვან და მძიმე ზამთრისთვის მზადება დაიწყონ.

 

telegraph.co.uk




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up