The Telegraph: გერმანიის ახალ კანცლერს ენერგოდეფიციტური მემკვიდრეობა დახვდა

The Telegraph: გერმანიის ახალ კანცლერს ენერგოდეფიციტური მემკვიდრეობა დახვდა

access_time2021-09-28 19:00:07

26 სექტემბერ ათობით მილიონი გერმანელი საარჩევნო უბნებზე მივიდა, სადაც ანგელა მერკელის 16-წლიანი ეპოქა დასრულდა. ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის ახალ კანცლერს სერიოზული პრობლემა - კერძოდ, ენერგორესურსებზე ფასების კატასტროფული ზრდა - ელის.

 


გვალვა ბრაზილიაში, გაზის მოპოვების შემცირება ჩრდილოეთის ზღვაში, სწრაფი პოსტპანდემიური აღდგენა და კარანტინის დროს წარმოქმნილი გაზის დეფიციტი - ესაა იმ ფაქტორების მხოლოდ ნაწილი, რომლებმაც ბუნებრივ აირზე ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვიეს.

 


ამ ეტაპზე ვითარების გაუმჯობესების არანაირი წინაპირობა არ არსებობს - პირიქით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უახლოეს თვეებში ფასების შემცირება არ მოხდება.

 


2021 წლის დასაწყისიდან ევროპაში გაზი 250%-ით გაძვირდა, რამაც შოკი გამოიწვია - რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, მსხვილი ქიმიური საწარმოები გაჩერდა, საფრანგეთში, საბერძნეთში და ესპანეთში მთავრობები ენერგოტარიფების სუბსიდირების შესაძლებლობას განიხილავენ.

 


გერმანია კი ფასების შეკავების ზომების მიღებას გეგმავს, თუმცა, ეს პრობლემის არა გადაწყვეტა, არამედ გადავადება იქნება. ამ დროისთვის გერმანიაში 310 000 ოჯახს კომუნალური გადასახადები 11%-ით უკვე გაეზარდა, და ეს მხოლოდ დასაწყისია.

 



ევროკომისიის დეპუტატების სპეციალური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ - ისინი მოსკოვს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ევროპაში გაზის მიწოდებას სპეციალურად ამცირებს იმისთვის, რომ ევროკავშირის და გერმანიის რეგულატორებმა საკუთარ მოთხოვნებზე უარი თქვან და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადს“ მუშაობის უფლება დაუყოვნებლივ მისცენ.

 


სპეციალისტების აზრით, ახალი მილსადენი ევროპაში გაზის ფასის შედარებით შემცირებას მართლაც შეძლებს, თუმცა, რუსულ ენერგომატარებლებზე ზედმეტი დამოკიდებულება ევროპაში და შტატებში სერიოზულ შიშებს იწვევს.

 


თუმცა, ამ ფაქტორის მიუხედავად, გერმანიაში ამ პროექტის წინააღმდეგ თითქმის არავინ გამოდიოდა, ხოლო ამ საკითხში პუტინის მთავარი მოკავშირე სწორედ ანგელა მერკელი იყო. ბოლოს და ბოლოს ამერიკაც, რომელიც დიდხანს ებრძოდა პროექტს, დანებდა - ჯო ბაიდენბა და ანგელა მერკელმა აპრილში მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელმაც ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს პროექტის დასრულებას.

 


გერმანიის პრემიერ-მინისტრობის მთავარი კანდიდატის, ქრისტიან-დემოკრატი არმინ ლაშეტის თქმით, თუ რუსეთი ამ გაზსადენს პოლიტიკურ იარაღად უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, ბერლინი მზადაა  მისი ფუნქციონირება შეაჩეროს.

 


„ანგელა მერკელს ამ პროექტის დაბლოკვის მრავალი საშუალება ჰქონდა, თუმცა, მან ამის გაკეთება არ მოისურვა. ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში დღემდე დომინირებს აზრი, რომ რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა მასთან პოლიტიკური კონფრონტაციის რისკს ამცირებს. ეს თავისებური დაზღვევაა, ხოლო გერმანული მრეწველობა დარწმუნებულია, რომ რუსეთი იაფი გაზოს წყაროა“, - განაცხადა ლონდონის სამეფო ინსტიტუტის ექსპერტმა რუსეთის საკითხებში ჯონ ლოუმ.

 


მისი თქმით, ეს პროექტი უკრაინას დიდ ზიანს აყენებს და გერმანიის მხრიდან პირფერობაა საუბარი კიევის ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდაჭერაზე და ამავე დროს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან თანამშრომლობა.

 


„არაა გასაკვირი, რომ მოსკოვი ევროპაში გაზის გაძვირების ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ გერმანიაზე ზეწოლა მოახდინოს. რუსეთი თავიდანვე ამას გეგმავდა და არსებულ შესაძლებლობის გამოყენებას გერმანულ რეგულატორზე ზეწოლისთვის იყენებს“, - მიიჩნევს ჯონ ლოუ.

 

 

telegraph.co.uk





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up