The Telegraph: სამხრეთ იტალიაში მაფიის შემოსავლები იზრდება

The Telegraph: სამხრეთ იტალიაში მაფიის შემოსავლები იზრდება

access_time2020-04-04 18:00:29

იტალიური მაფიის შემოსავლები ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე გაიზრდება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები აქტიურად იყენებენ ახალ შესაძლებლობებს თავიანთი ბიზნესისთვის და ასევე ახდენენ ნარკოტიკების გასაღების ქსელის ადაპტირებას შექმნილ ვითარებასთან.

ეპიდემიასთან ერთად გაიზარდა მაფიის მიერ კონტროლირებადი სფეროების რაოდენობა - განაცხადა მწერალმა რობეტო სავიანომ, რომელიც ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის, როგორც   ბესტსელერის „გომორა“-ს ავტორი. წიგნი, შემდეგ კი სერიალი აღწერს ნეაპოლიტანური მაფიოზური დაჯგუფების „კამორა“-ს საქმიანობას, ასე რომ სავიანომ კარგად იცის რაზე ლაპარაკობს.

მისი თქმით, კრიმინალები გაასამმაგებენ თავიანთ მოგებას, რადგანაც მათ გაეხსნათ სრულიად ახალი შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე არ ჰქონდათ.

მაგალითად, ისინი ინტერნეტის გამოყენებით ყიდიან პირბადეებს, რომლებიც განკუთვნილი იყო საავადმყოფოებისთვის, და ასევე ახდენენ გავლენას კვების პროდუქტებით ქალაქების მომარაგებაზე.

„როდესაც დაიწყო კრიზისი, მაფიამ გაზარდა ფასები ნარკოტიკებზე, და ყიდის მათ ბევრად უფრო ძვირად, რადგანაც მათ აქვთ შექმნილი დიდი მარაგები. თანაც ისინი უკვე დღეს ემზადებიან ნარკომოხმარების ბუმისთვის, რომელიც სავარაუდოდ იქნება ეპიდემიის დასრულების შემდეგ“,  - ამბობს რობერტო სავიანო.

მისი თქმით, კრიზისულ პერიოდში, კოლექტიური სტრესის დროს, ყველაზე მოხმარებადი ნარკოტიკებია მარიხუანა და ჰეროინი, ხოლო კრიზისის დასრულების შემდეგ გაიზრდება მოთხოვნა კოკაინზე - სწორედ ამაზე ამყარებენ დიდ იმედებს მაფიის ბოსები, რომლებიც უკვე დღეს ქმნიან ამ ფხვნილის მარაგებს.

ნავსადგურები გაჩერებულია, ეპიდემიის დროს არ ხდება ტვირთების შემოწმება და ამიტომაც კოკაინის შემოტანა იქნება გაცილებით უფრო ადვილი, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში. მწერლის აზრით, კრიზისის დროს კოკაინის შემოტანა მიაღწევს ისტორიულ მაქსიმუმს.


„ნარკოდილერები უკვე ახერხებენ გადაადგილებაზე შემოღებული შეზღუდვებისგან თავის არიდებას - ისინი ასაღებენ თავს პიცის მიმტანებად, და თავისუფლად მოძრაობენ მოტოციკლებით სამხრეთ იტალიის ქალაქებში“,  - ამბობს მაფიასთან ბრძოლის პროკურორი ნიკოლა გრატერი.

მისი თქმით, კარანტინის გამო ჩვეულებრივი, ტრადიციული ნარკოვაჭრობა თითქმის შეჩერდა, თუმცა, ნარკომოვაჭრეები იცმევენ პიცის მიმტანების ტანსაცმელში, და მიაქვთ ნარკოტიკები სახლებში.

კრიზისის შემდეგ ასევე მოსალოდნელია ვირუსის მიერ გამოწვეული კატასტროფის შედეგად გამოძალვის და რეკეტის ზრდაც.

„რესტორნების, სასტუმროების, და პიცერიების მასობრივი დახურვა მოახდენს დამანგრეველ გავლენას ეკონომიკაზე. თუ სახელმწიფო ვერ დაეხმარება მეწარმეებს უახლოეს პერიოდში, ბევრი დადგება გაკოტრების წინაში, და მიმართავს სესხის ასაღებად მაფიას. ასევე იყო 2008 წლის კრიზისის შემდეგ,  როდესაც კრიმინალებმა გამოიყენეს თავიანთი უზარმაზარი კაპიტალები ბიზნესის დიდი ნაწილის დაფინანსების, შემდეგ კი ხელში ჩაგდებისთვის. სავარაუდოდ, ასე იქნება პანდემიის დასრულების შემდეგაც“ - დარწმუნებულია გრატერი.

მეტიც, მაფია წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას უკვე დღესაც კი, ეპიდემიის დროს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს აზრით, სამხრეთ იტალიაში არსებობს სტიქიური და ორგანიზებული აჯანყებების საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალ დონესთან, და მაფიის საყოველთაო გავლენასთან ამ რეგიონებში.

სამხრეთ იტალიაში ჩრდილოვან და არაოფიციალურ ეკონომიკაში მუშაობს თითქმის 4 მლნ. ადამიანი, ყოველი მე-4 იღებს ხელფასს და არ იხდის გადასახადებს, დღეს კი მთელი ეს უზარმაზარი ფენა დარჩა შემოსავლის წყაროს გარეშე. მაფიოზები შეეცდებიან ამის გამოყენებას თავისთვის სასარგებლოდ.

სიცილიაში და ნეაპოლში გახშირდა ადამიანების ძარცვები, არ გადის თითქმის არც ერთი დღე აფთიაქების დაყაჩაღების გარეშე. პალერმოში 20-კაციანმა ჯგუფმა სცადა სუპერმარკეტიდან პროდუქტებით სავსე ურიკების გატანა, და მათი შეჩერება მოახერხა მხოლოდ გამოძახებულმა პოლიციამ.

სადღეისოდ პოლიცია აკონტროლებს ყველა მსხვილ სავაჭრო ობიექტს, ხოლო პალერმოს მერმა განაცხადა, რომ გააქტიურდნენ „ტურები“ და „პროფესიონალი მეამბოხეები, რომლებიც არც მალავენ, რომ არიან მაფიის წევრები“.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up