ლონდონში, ბეიკერ-სრიტზე მდებარე შენობა, რომელშიც არტურ კონან დოილის ნაწარმოებების თანახმად დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი ცხოვრობდა, ნურსულთან ნაზარბაევის შვილი ფლობს. ამის შესახებ The Times წერს.
გამოცემის ცნობით, სახლი 90%-ს ნაზარბაევის შვილის დარიგი ნაზარბაევას საკუთრებაშია, ხოლო 10% მისი ვაჟი ნურალი ნაზარბაევი ფლობს.
The Times-ის ცნობით, ლონდონში ბეიკერ-სტრიტზე ნაზარბაევის ოჯახს ეკუთვნის მიწაც, რომელიც ფორმალურად Farmont Baker Street Limited-ზეა გაფორმებული და 140 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
imedinews.ge