The Washington Post: მოსკოვში ყალბი კოვიდ–სერტიფიკატები იყიდება

The Washington Post: მოსკოვში ყალბი კოვიდ–სერტიფიკატები იყიდება

access_time2021-06-29 20:00:38

მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა გამოაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იქნება მომსახურეობის სფეროს თანამშრომლებისთვის, სულ რამდენიმე საათი გავიდა და მოსკოვში გაყიდვაში ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატები გამოჩნდა.

 

თითქმის ერთ დღე–ღამეში მოსკოვში უზარმაზარი შავი ბაზარი გაჩნდა, რომელსაც საკმაოდ დიდი კლიენტურა გააჩნია – რუსების დიდ ნაწილს კოვიდისგან აცრა არ სურს, დაინფიცირების მასშტაბების ზრდის მიუხედავად.

 

ამ დროისთვის ყალბი ცნობა საშუალოდ 65 დოლარი ღირს, და უკანონო ოპერაციისთვის კლიენტს თაღლითური ჯგუფის წევრისთვის მხოლოდ პირადი მონაცემების გადაცემა  და რამდენიმე საათი დალოდება დასჭირდება.

 

მოსკოვის მერიამ სავალდებულო აცრა იმის გამო შემოიღო, რომ ქვეყნის ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიას ვერაფრით უმკლავდება – მცირე პაუზის შემდეგ ვირუსი ქვეყანას ისევ უტევს. და ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთს თავისი ვაქცინა აქვს, რომელიც ხელმისაწვდოდია ყველა მსურველისთვის.

 

ამ დროისთვის მოსკოვში ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 15%, მთლიანად რუსეთში კი მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია  – 11,5%. ეს ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში – ჩრდილოეთ მაკედონიის გარდა.

 

ბევრ რუსს აცრის ეშინია და მათ თაღლითური სქემით სერტიფიკატის ყიდვა ურჩევნიათ. მოსკოვის მერია გაყალბებასთან ბრძოლას სხვადასხვა ხერხებით, მაგალითად, სერტიფიკატების რეგისტრაციით და QR-კოდების მინიჭებით ცდილობს. თუმცა, შავი ბაზარი აქაც მოქმედებს.


 

სქემაში ჩართულები არიან ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანებიც, რომლებსაც ცნობების რეგისტრაციასთან და კოდების მინიჭებასთან შეხება აქვთ, ასე რომ ყალბი საბუთი რეალურისგან არაფრით განსხვავდება – ის ყველა აუცილებელ ინსტანციას არალეგალურად გადის და ბოლოს მფლობელს ხელში სრულფასოვანი სერტიფიკატი უჭირავს.

 

მოსკოვის მერიის ინფორმაციით, სერტიფიკატების გაყალბებასთან დაკავშირებით 24 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რამდენიმე კურიერი დაკავებულია, რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის კომიტეტის ინფორმაციით, 150 საიტი, რომელიც ყალბ ცნობებს ყიდდა, უკვე დაიხურა.

 

თუმცა, ამის მიუხედავად, პრობლემა დარჩა და მოსკოვის ფიზიკის ინსტიტუტის გენური ინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის პაველ ვოლჩკოვის თქმით, შექმნილ ვითარების მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არასწორი კომუნიკაციაა.

 

„სამთავრობო ტელეარხები უცხოურ ვაქცინების გვერდით ეფექტებზე ძალიან ბევრს საუბრობენ, თუმცა, არ ითვალისწინებენ, რომ ასეთი პროპაგანდა არა მხოლოდ დასავლეთში არსებული პრეპარატების, არამედ ზოგადად ვაქცინების მიმართ უნდობლობას აჩენს – თუ ამერიკულ და ევროპულ ვაქცინებს აქვთ ხარვეზები, სადაა გარანტია, რომ რუსულს არა აქვს?“,  – ამბობს ის.

 

ეს რუსეთია  – აქ მთავრობისადმი ტრადიციულ უნდობლობას ღრმა ფესვები გააჩნია.

 

არსებობს ასეთი ტენდენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში – თუ მთავრობა რაღაცის გაკეთებას გირჩევს, ეს ნიშნავს, რომ საპირისპიროდ უნდა მოიქცე. რუსეთში, განსაკუთრებით კი მოსკოვში, მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო  – ერთი ამბობს „დიახ, ვაქცინაცია საჭიროა“, მეორე კი  – პირიქით  – „არა, არ უნდა ავიცრათ, ვაქცინა ყველას მოგვკლავს“.

 

მოსკოვში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ვაქცინაცია კატეგორიულად არ სურს – და სწორედ ეს ფენაა ყალბი სერტიფიკატების ბაზრის წახალისების მთავარი ფაქტორი.

 


წყარო: washingtonpost.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up