The Washington Post: რუსეთი პანდემიის მეოთხე ტალღას ვერ იგერიებს

The Washington Post: რუსეთი პანდემიის მეოთხე ტალღას ვერ იგერიებს

access_time2021-11-02 19:00:43

რუსეთში კატასტროფული მეოთხე ტალღაა - ეს ისტორია მიუთითებს ვაქცინაციის კამპანიის ჩავარდნაზე და მთავრობის მხრიდან კორონავირუსის პანდემიისადმი არაერთგვაროვან და არათანმიმდევრულ მიდგომებზე.

 

აქტიური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ ქვეყანაში 2020 წლის მარტში დაიწყო, ხოლო შემოღებული შეზღუდვები ივლისში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის წინ გაუქმდა.

 

ამ ზაფხულს მოსკოვში რესტორნებში, ბარებში და კაფეებში აუცრელებისთვის შესვლა აიკრძალა, თუმცა, რამდენიმე კვირაში ეს არაპოპულარული გადაწყვეტილება გაუქმდა.

 

ანალიტიკოსების აზრით, რუსების მხრიდან მთავრობის და ექიმებისადმი ტრადიციულად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, დაბალი ნდობა ვაქცინაციისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების ძირითადი მიზეზია.

 

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ საყოველთაო აცრას ანტივაქსერი აქტივისტების მხრიდან სოციალურ ქსელებში გაჩაღებული დეზინფორმაციის კამპანია უშლის.

 

ასეა თუ ისე, რუსეთი პანდემიის ცხელ წერტილად კვლავ რჩება, და ეს მაშინ, როდესაც ვაქცინაციის შედარებით მაღალი შედეგების მქონე ქვეყნები შეზღუდვებს უკვე ხსნიან. კოვიდ-სიკვდილიანობა რუსეთში რეკორდებს ყოველდღიურად ხსნის - ოფიციალური მონაცემებით საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსისგან ქვეყანაში 1100-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

 

თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს ციფრები რეალობაში უფრო მაღალია. პარალელურად, საავადმყოფოებს ინფიცირებულთა მოზღვავებასთან გამკლავება უჭირთ, ბიზნესი კი ახალი შეზღუდვების შემოღებით უკმაყოფილოა.

 


 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რუსეთის ხელისუფლება კრიზისის სიმწვავეს არასათანადოდ აფასებდა, და ეს მაშინ, როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.

 

ამ დროისთვის რუსეთში მოსახლეობის დაახლოებით 35%-ა აცრილი, მაშინ, როდესაც კანადაში ეს მაჩვენებელი 74%-ს, იაპონიაში 72%-ს, საფრანგეთში 68%-ს, ბრიტანეთში 67%-ს, გერმანიაში 66%-ს, შტატებში 57%-ს შეადგენს.

 

“იმდენი მიწევს ადამიანებისთვის ახსნა, რომ ვირუსი საშიშია და აცრა აუცილებელია, რომ უკვე დავიღალე. მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობა უზარმაზარია“, - ამბობს ექიმი ლევ ავერბახი.

 

კიდევ ერთი მედიკოსი, სერგეი, რომელიც „წითელ ზონაში“ მუშაობს, არავაქცინირებული პაციენტების მიმართ არანაირ თანაგრძნობას არ განიცდის და მუშაობს მხოლოდ გაორმაგებული ხელფასის გამო.

 

„დღეს რაც ემართება ამ ადამიანებს - ძირითადად მათივე ბრალია. ჩვენთან ყველა პაციენტი არავაქცინირებულია. ცოტა ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ექიმებისთვის კორონავირუსი კარგია - მეტი დაინფიცირებული მეტ ხელფასს ნიშნავს“, - ამბობს ექიმი.

 

სიტუაციაზე კონტროლის დაბრუნების მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ 8 ნოემბრამდე უქმეები და ნაწილობრივი ლოკდაუნი გამოაცხადა მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ - სახლში ჯდომის ნაცვლად მოქალაქეები დასასვენებლად თურქეთში, ეგვიპტეში, ან რუსეთის შავი ზღვის კურორტებზე მიემგზავრებიან.

 

რუსული სახელმწიფო ტელეარხ RT-ს გენერალურმა დირექტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ არავაქცინირებული ადამიამები სხვისი ბავშვების მკვლელები არიან.

 

„ შეგიძლიათ დაიხჩოთ ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე, იღოღოთ 70-იანი სატურაციით გაჭედილ საავადმყოფოებში - ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ჩემი ქვეყნის ბავშვების სიკვდილებს ვერანაირად ვერ გაპატიებთ“, - აცხადებს ის.

 

თუმცა, ანალიტიკური ცენტრის R. Politik-ის დირექტორის ტატიანა სტანოვაიას თქმით, შექმნილ ვითარებაში დიდწილად დამნაშავეა ვლადიმერი პუტინის არაერთგვაროვანი სიგნალები და სავალდებულო ვაქცინაციაზე ჯიუტი უარის თქმა.

 

„რომელიმე სხვა ქვეყანაში რომ იყოს ისეთი საინფორმაციო კამპანია, როგორც რუსეთში, იქაც ზუსტად ასეთივე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნებოდა“, - მიიჩნევს ის.

 

washingtonpost.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up