პაციენტებისა და ინვესტორების მოტყუებისთვის Theranos-ის ყოფილ პრეზიდენტს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - Bloomberg

პაციენტებისა და ინვესტორების მოტყუებისთვის Theranos-ის ყოფილ პრეზიდენტს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - Bloomberg

access_time2022-12-08 17:15:05

Theranos-ის ყოფილ პრეზიდენტ რამეშ (სანი) ბალვანის, პაციენტებისა და ინვესტორების მოტყუებისთვის, 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალდების მხარე კომპენსაციის სახით 800 მლნ დოლარს ითხოვს,  წერს Bloomberg-ი.

 

შეგახსენებთ, რომ Theranos-ის დამფუძნებელ ელიზაბეტ ჰოლმსს 2022 წლის 18 ნოემბერს პატიმრობა უკვე მიესაჯა.

 

პროკურატურა ბალვანისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, ადვოკატები - შინაპატიმრობას ან პირობით გათავისუფლებას. თავად ბალვანს თავის მართლება არ უცდია.

 

Theranos-ი 2003 წელს შეიქმნა. ელიზაბეტ ჰოლმსის სტარტაპი ავითარებდა მოწყობილობას, რომელიც ადამიანის სისხლის წვეთის გამოყენებით პაციენტს დიაგნოზს დაუსვამდა. 2015 წელს The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ Theranos-ის მოწყობილობა ფიქციაა, კომპანია კი სისხლის ანალიზებს სხვა კომპანიების აპარატურაზე ატარებს. 2018 წელს Theranos-ი დაიხურა.

 

აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ განაცხადა, რომ ჰოლმსმა და პროექტის ყოფილმა პრეზიდენტმა რამეშ ბალვანმა კომპანიის წარმატება ინვესტორებისა და ჟურნალისტების წინაშე გააზვიადეს, რომ მეტი თანხები მოეზიდათ. მარეგულირებლის ინფორმაციით, სტარტაპმა თაღლითურად დაახლოებით 750 მილიონი დოლარი შეაგროვა.


 

იმ დროისთვის ინვესტორებმა Theranos-ის გამო დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2022 წელს 18 ნოემბერს სასამართლომ ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Theranos-ის დამფუძნებელ ელიზაბეტ ჰოლმსს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, ჰოლმსმა ინვესტორებს 121 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი უნდა აუნაზღაუროს. ჰოლმსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2023 წლის 27 აპრილს უნდა გამოცხადდეს, მისი ადვოკატები კი აცხადებენ, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ.

 

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 

 


თეგები:
Theranos



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up