თიბისი ახალი თაობისთვის

თიბისი ახალი თაობისთვის

access_time2022-04-14 12:20:00

თიბისი თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულს მომავალ თაობას მიუძღვნის.

უკვე 30 წელია, რაც თიბისი ახალი თაობის მხარდამჭერია სხვადასხვა მიმართულებით. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ მრავალი ინიციატივა, პროექტი და კამპანია განახორციელა ახალი თაობის გასაძლიერებლად და განსავითარებლად, შეუქმნა წვდომა ფინანსურ სერვისებზე და შესთავაზა ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტები.

„თიბისი ახალი თაობისთვის" გააერთიანებს და მხარს დაუჭერს ათეულობით პროექტს და ინიციატივას, რომლებიც ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება. ახალგაზრდები იგრძნობენ თიბისის გვერდში დგომას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება (სტიპენდიატების პროგრამა, თიბისის აკადემიები) ტექნოლოგიები და ინოვაციები (IT აკადემია), ახალი ბიზნესის წამოწყება და ხელშეწყობა (სტარტაპერი, ბიზნესდაჯილდოება) ლიტერატურა (საბა), კულტურა და ხელოვნება (მუზეუმების პარტნიორი), სპორტი (ურბანული სპორტი, რაგბი), ქველმოქმედება, მენტალური კეთილდღეობა და სხვა. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობების და ESG პროექტები თანაბრად შეეხება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს და ორიენტირებული იქნება რეგიონებზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება ჩართვის შესაძლებლობა.


„მომავალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის დაპირებაა მომდევნო ათლწეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალ თაობას გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და მოტივაცია მივცეთ, რომ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები, რეალობად აქციონ ინოვაციური იდეები და მიაღწიონ მწვერვალებს თავიანთი ინტერესების სფეროში. ჩვენი დიდი სურვილია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ წარმატებულ, შემდგარ და დამოუკიდებელ ინდივიდებად, რომლებმაც იციან რა სურთ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

თიბისი ყოველთვის იქ არის, სადაც მისი მომხმარებელია. აქ, ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენი ყურადღების ცენტრში ჩვენი ახალგაზრდა მომხმარებლები და მათი საჭიროებებია. თიბისის გუნდი ერთიანდება ახალი თაობის გასაძლიერებლად, მათი ცხოვრების გასამარტივებლად, სტიმულის მისაცემად და მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად.

(R)

თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up