„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აგრძელებს

„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აგრძელებს

access_time2022-07-21 18:00:42

„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აგრძელებს. იან მალკჰოლმ ჰოკის ადვოკატის მტკიცებით, ყოფილმა ბანკირებმა „თიბისი ბანკის“ სააქციო საზოგადოება დააზარალეს და შესაბამისად, ახლა 16 მილიონ ლარზე მეტის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ბრიტანელი აქციონერის ინტერესების დამცველი დიმიტრი თორაძე მოპასუხე მხარის ადვოკატებს სატელევიზიო დებატებშიც იწვევს.


2022 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე იან მალქოლმ ჰოქი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლებრივ დავას გეგმავდა. საქმეზე 2022 წლის 17 ივნისს ქართულმა სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სპეციალური განჩინება გამოსცა და მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სს “თიბისი ბანკიდან” დივიდენდის მიღება აუკრძალა, რაც თანხობრივად დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.


საქმესთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა იან მალქოლმ ჰოქის იურისტმა დიმიტრი ტორაძემ. მისი განცხადებით, ჰოქის მიზანია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკს დაუბრუნონ ის თანხა, რომელიც მათ წლების წინ „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდზე” გაცემული სესხებიდან მიიღეს. მისი თქმით, დღეს ეს თანხა 40 მილიონს სცდება. ტორაძის განცხადებით, თანხის ბანკისთვის დაბრუნების შემთხვევაში ბანკის კაპიტალიზაცია გაიზრდება, შედეგად სარგებელს ყველა აქციონერი, მათ შორის მისი კლიენტიც მიიღებს.


„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამგორი M-სა და სამგორი თრეიდზე გაცემული სესხები, რომლებიც იმავე დღეს მოხვდა ბატონი მამუკა ხაზარაძის და ბატონი ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე და რომელი სესხის მოთხოვნაც “თიბისიმ” საერთოდ დაკარგა და აღმოჩნდა რომელიღაც ოფშორული კომპანიის ხელში დაუბრუნდეს „თიბისი ბანკს”. ამ შემთხვევაში, ყველა აქციონერის აქტივების გაზრდა მოხდება და კაპიტალიზაცია იქნება ბევრად მაღალი. ყველა აქციონერის შესაბამისი წილი პროპროციულად გაიზრდება. ძირითადი თანხა ეს არის 16 664 000 დოლარი. სამართლებრივად ეს შეიძლება მოხდეს მიუღებელი შემოსავლის სახით. ეს თანხები უკვე 40 მილიონს სცდება,”- განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.



მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ ქართულმა სასამართლომ გამოსცა განჩინება და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აუკრძალა სს „თიბისი ბანკისგან” დივიდენდის აღება. ადვოკატის განმარტებით, ესეც იურიდიულ აბსურდს წარმოადგენს, რადგანაც არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე არ არიან სს “თიბისი ბანკის” აქციონერები, შესაბამისად, ისინი სს „თიბისი ბანკისგან” დივიდენდებს ისედაც არ იღებენ.


ზვიად კორძაძის თქმით, საქართველო არ შეიძლება იყოს იან მალქოლმ ჰოქის სარჩელის განხილვის ქვეყანა, რადგანაც ის არა ქართული, არამედ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის აქციონერია. რაც შეეხება სარჩელის შინაარსს, მისი თქმით, იან მალქოლმ ჰოქი TBC Group PLC-ის აქციონერი მხოლოდ 2022 წლის თებერვალში გახდა, თუმცა სარჩელი 2007-2008 წლების პროცესებს შეეხება და მას არ გააჩნია არავითარი უფლება 14 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე იდავოს.


ადვოკატის თქმით, თავად იან მალკოლმ ჰოქს TBC PLC-ის მხოლოდ 334 აქცია ეკუთვნის, რომელთა ღირებულება დღეს 4,718 დოლარია. გაურკვეველია ზუსტად რა პარამეტრებს ეფუძნება სარჩელი რომელშიც მილიონობით თანხაზეა საუბარი, როდესაც თავად აღნიშნულ პირს 5 000 დოლარზე ნაკლები ღირებულების აქციები ეკუთვნის.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up