თიბისი და მეამა მომხმარებელს „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში მორიგ სიახლეს შესთავაზებს

თიბისი და მეამა მომხმარებელს „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში მორიგ სიახლეს შესთავაზებს

access_time2021-12-30 13:20:00

თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის - „ქართული ქსოვილი“ და კომპანია „მეამას“ თანამშრომლობა გრძელდება.


ქართულ ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსიდან აღებული ორნამენტები ახლა უკვე „მეამას“ სრულიად ახალი, სამი ახალი არომატის ყავის კაფსულებზე გამოჩნდა. ყავის ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულები, რომლებიც სპეციალურად „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ამჯერად ნუშის, თაფლის ნუგბარის და ტყის თხილის და შოკოლადის არომატით გამოვა.


ქართული ტრადიციული ორნამენტების ყავის კაფსულებში გაცოცხლება თიბისისა და ხელოვნების სასახლის მეამასთან თანამშრომლობის მეორე ეტაპია „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში. პირველ ეტაპზე, „მეამამ“ take away კონცეფციის ობიექტებისთვის - „მეამა ქოლექთისთვის“, ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ჩაისა და ყავის ჭიქების შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდანაა აღებული.


ტრადიციული ქართული ქსოვილისა და ორნამენტების პროექტი თიბისიმ, კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად, 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებაა.



„აღსანიშნავია, რომ ქართული ქსოვილი და ქართული კოსტიუმი ვითარდებოდა და ფორმებს იცვლიდა, განციდიდა სხვადასხვა ცივილიზაციების გავლენას, თუმცა ორიგინალურობასაც მუდმივად ინარჩუნებდა. ჩვენი პროექტის მიზანია ძველი ტრადიცია გავაცოცხლოთ, მივიწყებული ფერებისადმი და ორნამენტებისადმი ინტერესი გავაღვივოთ და ამით ჩვენი ხალხისათვის ისტორია უფრო ხელშესახები გავხადოთ.“ - გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი


„ქართული ქსოვილი ულევ ინსპირაციას და შესაძლებლობას გვაძლევს გავაცოცხლოთ წარსული აქ და ახლა. პროექტის ახალ ეტაპზე მეამას მიერ შექმნილი საახალწლო/საშობაო კოლექცია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ პროექტს და რაც მეტი კომპანია ჩაერთვება ქართული ქსოვილის პოპულარიზაციაში, მეტი ადამიანისთვის გახდება ის ყოველდღიურობის ნაწილი. მადლობა მეამას მთელ გუნდს, რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში.“ - ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი.


„ჩვენთვის საინტერესოა ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ძველი ტრადიციების გაცოცხლებისა და მათი ახლებურად დანახვის საშუალებას გვაძლევენ. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ ქართული ქსოვილის პროექტში თიბისისა და ხელოვნების სასახლესთან ერთად და ქართული გემოების შთაგონებით შევქმენით ყავის ახალი კაფსულები ამერიკულ და ევროპულ ფორმატში. ტყის თხილი შოკოლადით, თაფლის ნუგბარი და ნუში - ეს ის არომატებია, რომლებიც დღეიდან მეამას ყავის მოყვარულების ყოველდღიურობის ნაწილი გახდება. შერჩეული გემოებიდან გამომდინარე, შეფუთვებისთვის შევარჩიეთ „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში გაცოცხლებული ის ორნამენტები, რომლებიც ყველაზე კარგად ასახავენ ახალი კაფსულების ხასიათს. გვჯერა, რომ ახალი კაფსულების ჩაშვება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართული ქსოვილის პოპულარიზაციის საერთო წამოწყებაში.“ - ნათია ჩომახაშვილი, მეამას მარკეტინგის დირექტორი.


პროექტის ფარგლებში, თიბისი არაერთ კომპანიასთან, დიზიანერთან თუ სტარტაპთან თანამშრომლობს, რომლებიც ტრადიციული ქართული ქსოვილის ორნამენტების გამოყენებით, სხვადასხვა სახის, ყოველდღიური გამოყენების პროდუქტებს და კოლექციებს ქმნიან.



NS


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up