თიბისი დაზღვევამ 2019-2020 წელს ფერმერებს 3 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა - აგროდაზღვევა

თიბისი დაზღვევამ 2019-2020 წელს ფერმერებს 3 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა - აგროდაზღვევა

access_time2021-03-29 10:43:58

თიბისი დაზღვევა  2019 წლიდან აქტიურად ჩაერთო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში ფერმერებს ჯამურად 3 მილიონ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.

აგროდაზღვევა ფერმერებს იმ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან იცავს, რაც სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის შესაძლო განადგურებას შეიძლება მოჰყვეს.

ფერმერების ცხოვრების გასამარტივებლად, აგროდაზღვევა  შემდეგ გათვალისწინებულ რისკებს ფარავს:

· სეტყვა

· წყალდიდობა

· ქარიშხალი

· საშემოდგომო ყინვა

თიბისი დაზღვევის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი შემდეგი კულტურების დაზღვევა:

· მარცვლეული

· პარკოსანი

· ბოსტნეული

· ბაღჩეული


· ხეხილი

· კაკლოვანი

· ვაზი

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონალურ ფილიალებში.

„აგროდაზღვევა ქართველი ფერმერების საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, კონკურენტული ბაზარიცა და პროდუქტზე მოთხოვნაც ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. თიბისი დაზღვევის მიზანია ფერმერებს მაქსიმალური კომფორტი და სიმარტივე შევთავაზოთ როგორც დაზღვევის შეძენის, ისე მოხმარების (ანაზღაურების) დროსაც, ამით კი საბოლოოდ მათი ცხოვრების გამარტივებას მოვახერხებთ.“ - ოთარ ცხვიტარია, თიბისი დაზღვევის მცირე და საშუალო ბიზნესის ალტერნატიული გაყიდვების უფროსი.

აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში, დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. ხოლო სხვა კულტურებისთვის თანადაფინანსება 70%-ია.

ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მხოლოდ ის, რომ მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში.

თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში, სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი გადაიხდის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზს:

032 2 42 22 22


R






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up