თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

access_time2021-12-13 16:00:00

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. თიბისი კაპიტალის მოლოდინებისგან განსხვავებით, 8 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0.5 პპ-ით 10.5%-მდე გაზარდა. მართალია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა მხოლოდ დაბალი საბაზო ეფექტის გამო. ამასთან, სეზონურად შესწორებული თ/თ ინფლაცია უკვე ფასების ზრდის დასტაბილურებაზე მიუთითებს - ბოლო მონაცემით 3%-იან სამიზნე ნიშნულზე ქვემოთაც კი. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირება და ლარის გამყარება აძლიერებს თიბისი კაპიტალის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

2022 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინი 3%-ის ფარგლებშია, იმ დაშვებით, რომ ბრენტის ნავთობის ფასი სადღეისოდ არსებული 75-დან 85 აშშ დოლარამდე აღდგება, სხვა სასაქონლო ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება, გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გარკვეულწილად შემსუბუქდება, ადგილობრივი ინფლაციის გამოკლებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი დაახლოებით 5.0%-ით გაუფასურდება და რეალური მშპ 6.0%-ით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დროებითია და სამომავლოდ კვლავ შერბილების ციკლია მოსალოდნელი. 2022 წლის ბოლოს, თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს. ამასთან, ტურიზმის შედარებით ნელი აღდგენა და რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების მატერიალიზება ლარის მაღალი განაკვეთების ხელშემწყობი ფაქტორებია.

რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის კიდევ უფრო მატების ფონზე, ლარიზაციის მოტივაციის გაზრდის მიზნით, 8 დეკემბრის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკა სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის (CICR) დათვლის მეთოდი შეცვალა და ის კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის დონეზე დამოკიდებული გახადა. ასევე, იპოთეკურ დაკრედიტებაში უცხოური ვალუტის გარკვეულწილად აღდგენის ფონზე სესხის მაქსიმალური ვადიანობა 15 წლიდან 10 წლამდე შემცირდა. რისკებსა და შესაძლებლობებს შორის სწორი ბალანსის დასაჭერად, ჩვენი ფავორიტი კვლავ ლარი/ევრო/აშშ დოლარის კომბინაცია და ასევე მსხვილი კორპორაციული პორტფელისთვის სავალუტო კალათაში რუბლისა და ლირის დამატებაა.


დეპოზიტების მხარეს, ლარის შედარებით სტაბილურობისა და არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინების გადავლასთან ერთად, ნოემბერში დეპოზიტების გალარება შეინიშნებოდა. დეპოზიტების მსგავსად, ნოემბერში არარეზიდენტების მხრიდან ლარზე მოთხოვნაც გაძლიერდა და ადგილობრივი ვალუტის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობაში მათი წილი 7.9%-დან 9.4%-მდე (დაახლ. 80 მლნ ლარით) გაიზარდა.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება ძლიერია და სებ-ს სავალუტო ბაზარზე ვალუტა არ გაუყიდია, ეროვნული ბანკის რეზერვები მაინც შემცირდა. აღნიშნული, სავარაუდოდ, მთავრობისა და სახელმწიფო კომპანიების მიერ ვალუტის კონვერტაციებს უკავშირდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ, მოლოდინებთან შესაბამისად, მესამე კვარტალში პირდაპირი ინვესტიციის სახით შემოსულმა სააქციო კაპიტალმა მხოლოდ 16 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 13 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up