თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

access_time2022-10-07 17:30:00

თიბისი კაპიტალმა ღონისძიებაზე - „შესაძლებლობები და რისკები დიდი ცვლილებების დროს“, განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და პროგნოზები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებული მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო მოლოდინები.


თიბისი კაპიტალის განახლებული პუბლიკაციის თანახმად, ტურიზმის აღდგენის შენელება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიგრაციის ეფექტმა დააბალანსა. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 10.6%-ია. 2023 წლის საბაზო სცენარით კი, წინა წლების მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, ზრდა 3.9%-ს შეადგენს.


ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსის აღდგენასთან ერთად, ლარიც გამყარდა. ინფლაციის შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება მომდევნო წლიდანაა შესაძლებელი.


აღსანიშნავია, რომ ძლიერი დოლარის პერიოდი სავარაუდოდ მომდევნო წლიდან ეტაპობრივად დასრულდება. ამავდროულად, ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები მიმდინარე კურსში უკვე ასახულია.


2022 წელს ტურიზმის ყველა პარამეტრი საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, 2022 წლისგან განსხვავებით, 2023 წელს ტურისტული შემოსავლების აღდგენა უმეტესწილად ტურისტული ფაქტორების გაუმჯობესებით იქნება განპირობებული და არა მიგრაციით. ასევე, 2023 წელს საერთაშორისო ტურისტებისგან მიღებული შემოსავლები, მიგრაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშეც, სრულად აღდგება.



2022 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ფასი, 2021 წელთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა, ქირის ფასი კი - 79%-ით. ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარი დაკორექტირდება, ვინაიდან, ახლა ფასების ზრდა დროებითი ფაქტორითაა გამოწვეული.


მიგრანტებისგან მოთხოვნა ძირითადად გაქირავების ბაზარზე მოდის. 2023 წელს მიგრანტებზე გაყიდული ბინების - 12%, გაქირავებული ბინების კი 18% მოვა.


2022 წელს კომერციული უძრავი ქონების სექტორში ქირის ფასი 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბებს, რაც გაზრდილი ეკონომიკური აქტივობითაა განპირობებული.


რაც შეეხება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჯამური ტვირთბრუნვა, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზით - 13.5 მილიონი ტონა ტვირთი, რკინიგზით კი 6.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა.


2022 წლის II კვარტალში სატრანზიტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა. ზრდა, უმეტესწილად, თურქეთზე, რუსეთზე, უზბეკეთსა და ყაზახეთზე მოდის.


თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.


NS







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up