თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

access_time2022-12-22 15:50:16

თიბისი კაპიტალმა ღონისძიებაზე - „2023 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები, განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. შეხვედრაზე 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეჯამდა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, ვალუტის კურსსა და სექტორულ ტენდენციებზე მიგრანტების შემოდინების გავლენა განიხილეს. ასევე, მომავალი წლის ეკონომიკური მოლოდინები მიმოიხილეს. სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით, წარმოდგენილი იქნა 2023 წლის ძირითადი მოლოდინები.


2022 წლამდე საქართველოს ეკონომიკური პარტნიორების აქტივობა მნიშვნელოვნად განაპირობებდა საქართველოს ეკონომიკის ზრდას. 2022 წელს ეს კავშირი დიდ წილად მიგრაციის ეფექტმა შეცვალა. უკრაინაში საომარი მოქმედებების გარეშე, 2022 წელს საქართველოს ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რაც საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად იმოქმედებდა. ამდენად, მიგრაციის ეფექტის გარეშე, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა არსებულთან შედარებით მცირედით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი იქნებოდა. ამას, დიდ წილად ტრადიციული ტურიზმის მეტი აღდგენა განაპირობებდა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უფრო ზომიერია. ასევე, მნიშვნელოვანი იქნებოდა განსხვავება ევრო-დოლარის კურსის, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთები, საკრედიტო აქტივობისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ.


ომის გარეშე, ტურიზმის აღდგენა შედარებით უფრო ნაკლები, თუმცა მაინც ძლიერი იქნებოდა.


რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, დამატებით გაიზარდა ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები. კონფლიქტის მოგვარება, დიდი ალბათობით, ევროს გამყარებას გამოიწვევს, რაც საქართველოში ეკონომიკური ზრდისთვის და ლარისთვის პოზიტიური იქნება.



2023 წელს ეკონომიკის ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა უფრო განვითარებული ქვეყნების ხარჯზე. ინფლაციის შემცირება კი თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარია.


რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს - 3.5%, 2024-ში კი 5.4% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 3%-იან სამიზნეს ეტაპობრივად დაუბრუნდება, 2023-ში - 2.8%, 2024-ში კი 3.0% იქნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს - 2.80, 2024-ში კი - 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს - 3.11, 2024 წელს კი 3.19 არის ნავარაუდები.


თიბისი კაპიტალის განახლებული პუბლიკაციის თანახმად, მიგრანტებმა არაერთ სექტორზე იქონიეს გავლენა.



2022 წელს სამომხმარებლო სექტორის (FMCG, გარეთ კვება, ფარმაცია, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) ბრუნვა 34%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციამ, მიგრაციამ, გაზრდილმა მობილობამ, გაუმჯობესებულმა ტურისტულმა და ეკონომიკურმა აქტივობებმა განაპირობა. 2022 წელს სამომხმარებლო სექტორის ბრუნვის 5% მიგრანტებით იყო განპირობებული, 2023 წელს კი მიგრანტების კონტრიბუცია 3%-მდე შემცირდება.


მიგრანტების წვლილი ხარჯვაში შესამჩნევია, განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, რომლებიც დაბინავებასთანაა დაკავშირებული: ტექნიკა, ავეჯი, სარემონტო მასალები.


2023 წელს მიგრანტების ქცევა ადგილობრივების ქცევას მიუახლოვდება, თუმცა, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებულ სექტორებში, მათი წვლილი ისევ მნიშვნელოვანი იქნება.



2022 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ მიგრაციითაა განპირობებული. 2022 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში გასაყიდი ფასი - 15%-ით, ქირის ფასი - 70%-ით, გაყიდვები კი 24%-ით გაიზარდა.



მიგრანტებისაგნ მოთხოვნა ძირითადად გაქირავების ბაზარზე მოდის. 2022 წლის 11 თვეში თბილისში, მიგრანტების მიერ შეძენილი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში - მხოლოდ 5%, გაქირავებულ ბინებში კი 32%-ია. თიბისი კაპიტალის მოლოდინით, გაყიდულ ბინებში მიგრანტების წილი 11.5% იქნება, გაქირავებულ ბინებში კი - 18%. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი 2023 წელს ზრდას განაგრძობს, თუმცა მიგრაციის ეფექტი 2024 წლიდან უარყოფითი იქნება.



საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ძლიერი ზრდის ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და ჯამურად, 2019 წლის 11 თვესთან შედარებით, შემოსავლები 4%-ით გაიზარდა.



2022 წლის 11 თვეში, სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ 51% შეადგინა და 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს 4 პროცენტული პუნქტით გადააჭარბა, რაც განპირობებული იყო: ტურისტული ვიზიტების აღდგენით, საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობის ზრდით (4-დან 6 ღამემდე) და აქტიური შიდა ტურიზმით.



2022 წლის 11 თვეში, დიდ სასტუმროებში საშუალო დღიურმა ფასმა $111 შეადგინა, რაც 2019 წლის ფასს 10%-ით ჩამორჩება. 2023 წელს დიდ სასტუმროებში მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი $124-ია.



თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30004756-macro-sectoral-overview


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up