თიბისი კაპიტალმა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის - FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის - FMCG სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა

access_time2022-04-21 11:20:00

თიბისი კაპიტალმა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა.

პუბლიკაციის თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიურ რეალობაში, FMCG ბაზარი რეკორდულად მაღალი ტემპით გაიზარდა. 2020 წელს - 26%, 2021 წელს კი 22%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

FMCG პროდუქციაზე დანახარჯების წილი მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამ მიმართულებით, ტურისტული დანახარჯები 2020 წელს თითქმის განულდა, 2021 წელს კი 43%-ით აღდგა.

საქართველოში პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე. საკვები პროდუქტების გარდა, აღნიშნულ საიმპორტო ბაზრებზე საქართველოს დამოკიდებულება მაღალია თამბაქოზე, ასევე, პირის ღრუსა და თმის მოვლის საშუალებებზე.

რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საიმპორტი ბაზრების ჩანაცვლება, ხორბლისა და სიმინდის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. გაზრდილი ფასების პარალელურად, საქართველოს FMCG ბაზარი მეტად დივერსიფიცირებული გახდება და მსგავსი რისკები საგრძნობლად შემცირდება.

2021 წელს ორგანიზებულმა ბაზარმა მთლიანი ბაზრის წილის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 31% შეადგინა. სამომავლოდ, ორგანიზებული ბაზრის კიდევ უფრო გაფართოება, 2024 წლისთვის კი მთლიანი ბაზრის 40%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი.


საქართველოს რეგიონები ორგანიზებული ბაზრის მიერ მეტწილად აუთვისებელია, თუმცა ზრდის პოტენციალი დიდია. 2021 წელს, მხცეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის გარდა, ორგანიზებული ბაზრის წილი ყველა რეგიონში გაიზარდა. ორგანიზებული ბაზრის 61% თბილისზე მოდის. თბილისის შემდეგ, ყველაზე მიმზიდველი ბაზრები იმერეთი, ქვემო ქართლი და კახეთია. სამომავლოდ, ტურიზმის სრულ აღდგენასთან ერთად, რეგიონული ბაზრების აჩქარებული ზრდაა მოსალოდნელი.

ბოლო 2 წელია, ორგანიზებული ბაზარი მაღალი კონკურენციით ხასიათდება. 2021 წლის ბოლოს, FMCG ბაზარი 1700-ზე მეტი ობიექტით იყო წარმოდგენილი საქართველოში, რაც წლიურად 28%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამური სავაჭრო ფართობი, 2021 წლის განმავლობაში, 25%-ით გაიზარდა, რამაც მაღაზიების რაოდენობის ზრდასთან ერთად, საშუალო სავაჭრო ფართის შემცირება გამოიწვია.

პანდემიის პერიოდში, მომხმარებლების ქცევა შეიცვალა - ვიზიტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა თითოეული ვიზიტისას დანახარჯი გაიზარდა. 2021 წლის ბოლოს, მომხმარებლების ქცევა პანდემიამდელ ტრენდს დაუბრუნდა და ტრანზაქციების რაოდენობისა და მოცულობის ზრდის ტემპები ერთმანეთს დაუახლოვდა.

FMCG სექტორის საშუალო მომხმარებელი ახალგაზრდავდება. 2021 წლის განმავლობაში, ყველაზე აქტიური მომხმარებლის ასაკმა 30-39 წელი შეადგინა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მზარდია 19-29 წლის მომხმარებლების წილიც. თუმცა, ახალგაზრდა მომხმარებლები თითოეულ ვიზიტზე დაბალი დანახარჯით ხასიათდებიან. საპირისპიროდ, მიუხედავად ვიზიტებში ყველაზე დაბალი წილისა, ასაკიანი მომხმარებლები თითო ვიზიტისას, ყველაზე მეტს ხარჯავენ.

გლობალური ტენდენციის მსგავსად, ქართულ FMCG სექტორში ელექტრონული კომერციის წილი იზრდება. ასევე, ქართული FMCG ბაზრის მოთამაშეების 80% მომხმარებლებს შიდა რესურსით ან მესამე მხარის ჩართულობით, ადგილზე მიტანის მომსახურებას სთავაზობს.

„სწრაფადბრუნვადი პროდუქტების ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თიბისისთვის. თიბისი კაპიტალის კვლევა გვაჩვენებს, რომ ამ ეტაპზე სექტორის ზრდა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ორგანიზებულმა ბაზარმა მთლიანი ბაზრის წილის რეკორდულად მაღალ ნიშნულს - 31%-ს მიაღწია. კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 2020-2021 წლებში, FMCG ბაზარი საშუალოდ 24%-ით გაიზარდა. სამომავლოდ მოსალოდნელია ზრდის მეტად დასტაბილურება. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შეცვლილია მიწოდების ჯაჭვები, საჭირო ხდება ბაზრების ჩანაცვლებაც, თუმცა ქართული ბაზარი სწრაფად რეაგირებს და ახლო მომავალში პრობლემური ბაზრებიდან იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.


NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up