თიბისი კონცეპტი 360 ნაკრების მფლობელებს მეტალის ბარათების ლიმიტირებულ გამოშვებას სთავაზობს

თიბისი კონცეპტი 360 ნაკრების მფლობელებს მეტალის ბარათების ლიმიტირებულ გამოშვებას სთავაზობს

access_time2022-12-16 16:30:47

თიბისი კონცეპტი, ნაკრებ 360-ის მომხმარებლებს, თიბისის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  განსაკუთრებულ შესაძლებლობას -  მეტალის ბარათების ლიმიტირებულ გამოშვებას სთავაზობს.


მეტალის ბარათების ნაკრები გამორჩეული დიზაინის სამი სხვადასხვა ტიპის ბარათისგან შედგება: Visa signature, Mastercard World Elite და საკრედიტო Ertguli Visa Signature. მეტალის ბარათების გამოშვება  პირველი პრეცედენტია  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.


იმისთვის, რომ გამოიწეროთ მეტალის ბარათების ნაკრების ლიმიტირებული გამოშვება,  საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე www.360.tbcconcept.ge და ასევე კონცეპტ 360-ის ნაკრების ფლობა.  


კონცეპტ 360  არის მათთვის, ვისაც სჭირდება მეტი ფინანსური ინსტრუმენტი და გაზრდილი შესაძლებლობები საკუთარი ფინანსებისა და აქტივების უკეთ სამართავად.


ნაკრები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს - Visa signature და Mastercard world elite, Ertguli Visa signature საკრედიტო ბარათს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას და ბევრ სხვა შესაძლებლობასა და უფრო მეტ მოქნილობას.



თიბისის საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების საუკეთესო პირობებთან ერთად, ნაკრები 360 შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ თიბისი კაპიტალის საბროკერო სერვისით, რომელიც დაგეხმარებათ განახორციელოთ ინვესტიციები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არსებულ საფონდო ბირჟებზე.


მაღალი კლასის ბარათები - Visa Signature და MasterCard World Elite კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო უპირატესობასა და შეთავაზებას მოიცავს.


ხოლო, Ertguli Visa Signature საკრედიტო ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ დააგროვოთ უფრო მეტი ერთგული ქულა ნებისმიერ POS ტერმინალზე საქართველოში.


საინტერესო ღონისძიებებთან ერთად ნაკრებში ასევე შედის ექსკლუზიური და 150-ზე მეტ ობიექტში არსებული შეთავაზებები.


თუ არ ხართ კონცეპტ 360 ის მომხმარებელი, მეტალის ბარათების შეკვეთა შეგიძლიათ ნაკრების გამოწერის შემდგომ, რომლის ღირებულება შეადგენს 70₾ თვეში ან 700₾ წელიწადში.


მეტალის ბარათების გამოწერა შესაძლებელია 31 დეკემბრამდე, ხოლო მათი უშუალოდ გაცემა მოხდება 2023 წლის იანვრიდან.

თიბისი კონცეპტი არის თიბისის პერსონალურ საბანკო მომსახურება, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან არის თანხვედრაში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up