თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების  გამოფენას: - „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას: - „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს

access_time2021-11-04 12:10:00

თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენას: - „ციფრული მკვიდრები“ მასპინძლობს. გამოფენა 28 ოქტომბრს გაიხსნა და 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის კურატორი ნინა კინწურაშვილია.



პროექტი - ციფრული მკვიდრები - თანამედროვე ხელოვანების საერთაშორისო ჯგუფს აერთიანებს. რეტროსპექტიული გამოფენა შეისწავლის ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტის გავლენას ნამუშევრის შექმნაზე, გავრცელებასა და აღქმაზე. ხელოვანები, ინფორმაციული ტექნოლოგიების, სოციალური მედიის, იმერსიული თამაშების, აუგმენტური რეალობის და ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებას აკვირდებიან. ისინი ახალი ტექნოლოგიებით სამყაროს შემეცნების გამოცდილებაზე რეაგირებენ.



ამ პროცესში კონკრეტული კითხვები ჩნდება: როგორ იმოქმედა ციფრულმა კულტურამ ადამიანის ფსიქიკასა და საკუთარი “მე”-ს გაგებაზე? როგორ შეცვალა მან სოციო-პოლიტიკური კონტექსტები? როგორია მისი გავლენა თანამედროვე ესთეტიკასა და გამოსახულების ფორმირებაზე?



კოვიდ-19-ის პანდემიამ გლობალური დისკუსია სიმულირებულ რეალობასა და ციფრულ უთანასწორობაზე საგრძნობლად დააჩქარა. ეს საკითხი, ჯერ კიდევ კრიზისამდე, ხშირი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა. დღეს, ზღვარი ფიზიკურ და ონლაინ-არსებობას შორის პირობითი გახდა. ჩვენი ავატარები ონლაინ სივრცეში ცირკულირებენ და იმის მიხედვით ფორმირდებიან, თუ რა ტიპის ინფორმაციას ვეხებით, ვაგროვებთ, ჩამოვტვირთავთ, ან ავტვირთავთ. ამ ინფორმაციული სხეულების სიცოცხლისუნარიანობა ხშირად ჩვენი ბიოლოგიური სხეულების არსებობის ხანგრძლივობას აღემატება. ეს გარემოება, ჩვენს ფიზიკურ მოწყვლადობას ყოველდღიურ რეჟიმში გვახსენებს. შედეგად, ინფორმაციული სხეულების არსებობა წამოჭრის კითხვებს, თუ რა სახის ეთიკური ნორმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ მონაცემთა ამ ერთობლიობასთან მიმართებაში და როგორ რეაგირებენ ხელოვანები ამ ახალ რეალობაზე?




გამოფენაზე წარმოდგენილია ოთხ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრები. პროექტი იკვლევს - ქსელზე დაფუძნებული შემოქმედებითი პრაქტიკიდან დაწყებული, ტრადიციული მედიით, (როგორიცაა ფერწერა) დამთავრებული - ტექნოლოგიების ხელოვნებაში ასახვის ფენომენს. სხვადასხვა ეროვნების ხელოვანების შემოქმედების გაცნობით, ინტერნეტის გლობალურ ხასიათზე წარმოდგენა გამოწვევის წინაშე დგება და ციფრული კულტურის ადგილობრივი ბუნება წინა პლანზე გადმოდის. ამ უკანასკნელის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი სოციო-პოლიტიკური კონტექსტები.



გამოფენის სათაური მომდინარეობს პოეტის და ინტერნეტ-აქტივისტის, ჯონ პერი ბარლოუს მეტაფორიდან, რომელსაც ის თავის ესსეში ,“კიბერსივრცის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”, ახსენებს. მოგვიანებით ეს ტერმინი მწერალმა მარკ პრენსკიმ დააკანონა. ციფრული მკვიდრი მოიაზრებს ადამიანს, რომელიც ინფორმაციის ხანაში დაიბადა და ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან თანაცხოვრება ადრეული ასაკიდან უწევდა. ამ ცნების საპირისპირო ტერმინია ციფრული ემიგრანტები — თაობა, რომელსაც მოუწია ინფორმაციის ხანით გამოწვეულ სწრაფ ცვლილებებთან ადაპტირება.



გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები: ჯონ რაფმანი (კანადა), ბოგოსი სეხუხუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ანა კე (საქართველო) და ფლორიან მაისენბერგი (გერმანია), ნიკოლოზ კაპანაძე (საქართველო), Total Refusal Collective (ავსტრია), ნიმა ბარეჰმანდი (ირანი), რამინ როშანდელი (ირანი), თამარ გურგენიძე (საქართველო), თამო ჯუღელი (საქართველო), ქეუ მეფარიშვილი (საქართველო), თეზი გაბუნია (საქართველო).



როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე 3 დამოუკიდებელ გალერეას აერთიანებს, რომელიც მუდმივად მასპინძლობს ცნობილი თუ დამწყები ხელოვანების გამოფენებს და საგანმანათლებლო ინტერაქტიული ლექციების სერიას, რომელთა მიზანიც ხელოვნების საზოგადოებისთვის თანამედროვე, ციფრული ფორმატებით გაცნობაა.



დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.facebook.com/tbcconcept



NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up