თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

თიბისი კონცეპტმა 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა

access_time2022-08-17 12:40:00

თიბისი კონცეპტმა წელს შავი ზღვის რიგით 15-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა. თიბისი 2011 წლიდან ფესტივალის მთავარი პარტნიორია. წლევანდელი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 12-14 აგვისტოს ბათუმის ტენისის კლუბის ტერიტორიაზე გაიმართა და სამი დღის მანძილზე 9 000 სტუმარს უმასპინძლა.


მსმენელებმა წელს მსოფლიო მუსიკის შემდეგ ვარსკვლევებს მოუსმინეს:


ქენდი დალფერი და მისი ბენდი (Candy Dulfer & Band) - 14 აგვისტო


ელ მაკეი & „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი" (Al McKay´s Earth Wind & Fire Experience) - 13 აგვისტო


ნექსთ მუვმენთ (The Next Movement )
ბორის ბენდ კომბინეიშენი (Boris Band Combination) -12 აგვისტო


კონცერტების შემდეგ, სამივე საღამოს, აბონემენტის მქონე სტუმრებს „after party“-ზე ბათუმის „Iveria Beach“-მა უმასპინძლა.



ფესტივალის დაუვიწყარი დღეები კიდევ უფრო სახალისო გახადა ჯაზ-მატარებელმა, რომელიც ბათუმის მიმართულებით 13 აგვისტოს გაემართა. ჯაზ-მატარებლის მგზავრებმა თბილისიდან ბათუმამდე საჩუქრებისა და ცოცხალი ჯაზ-მუსიკის თანხლებით იმგზავრეს.


თიბისი კონცეპტი ჯაზ-ფესტივალისთვის ყოველწლიურად საგანგებოდ ქმნის განსაკუთრებულ ვიზუალურ სტილსა და ბრენდინს და სტუმრებს ზაფხულისა და ზღვის თემაზე შექმნილ ულამაზეს საჩუქრებს სთავაზობს. წლევანდელი საჩუქრები, თიბისი კონცეპტთან კოლაბორაციით, ფუნდუკმა შექმნა.


წლევანდელ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ისიც გამოარჩევდა, რომ პანდემიის შემდეგ ამ მასშტაბის პირველი ფესტივალი იყო, რომელიც ბათუმში ჩატარდა.


თიბისი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობით, თიბისი ცდილობს ადამიანებს საუკეთესო გამოცდილების შეუქმნას და მათი ცხოვრება გაამარტივოს. შავი ზღვის ჯაზ- ფესტივალის მხარდაჭერა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.


NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up