თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

access_time2022-10-28 11:30:00

თიბისი ლიზინგმა და კავკასიის ავტოიმპორტმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. საქართველოს სალიზინგო ბაზრის წამყვანი ორგანიზაციისა და აღმოსავლეთ ევროპის ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერი კომპანიის პარტნიორობის ფარგლებში მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს აშშ-ს აუქციონებზე სასურველი ავტომობილის შეძენასა და საქართველომდე ტრანსპორტირებას.



„თიბისი ლიზინგისთვის ავტოინდუსტრია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ჩვენი პორტფელის ფაქტობრივად 20%, 60 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსებული აქტივით სწორედ ამ სექტორზე მოდის. მეორეს მხრივ, მზარდია ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენისა და იმპორტის ტენდენცია, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებითაც გაგვემარტივებინა მომხმარებლისთვის ცხოვრება. კავკასიის ავტოიმპორტის 18 წლიანი, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებითა და ჩვენი გუნდის ჩართულობით, შეიქმნა ახალი, მოქნილი პროდუქტი, რომლითაც უცხოეთში არსებული ავტომობილის ღირებულების 80% ვაფინანსებთ, ადგილზე ჩამოსვლის შემდგომ კი უზრუნველყოფის საგნად აქტივს ვიღებთ, რაც აღნიშნული პროდუქტს სიმარტივეს სძენს“ - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.



„კავკასიის ავტოიმპორტი 2004 წელს დაარსდა და რეგიონში უმსხვილესი ავტოიმპორტიორია. კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით 6-ქვეყნის მასშტაბით. 18 წლის მანძილზე ჩვენ 500 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი განვახორციელეთ. კომპანია 2018 წლიდან Copart-ის ოფიციალური პარტნიორია, რამაც დიდი შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა და კიდევ უფრო გაამარტივა წვდომა მსოფლიოს უმსხვილეს ავტოაუქციონებზე. კავკასიის ავტოიმპორტსა და თიბისი ლიზინგს შორის მჭიდრო პარტნიორობის შედეგად, შეიქმნა რეგიონში უპრეცედენტო და მარტივი დაფინანსების პროდუქტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს საუკეთესო პირობებით შეიძინოს ავტომობილი აშშ-ს ავტოაუქციონებზე, რაც მთავარია საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად.“ - ალექსანდრე ვეკუა, კავკასიის ავტოიმპორტის დირექტორი.




თიბისი ლიზინგის შესახებ:
„თიბისი ლიზინგი“ საქართველოში „თიბისი ჯგუფის“ წევრსა და უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას წარმოადგენს. ორგანიზაცია 2003 წელს დაარსდა და 2021 წლის მონაცემებით, ბაზარზე 2300 კლიენტით არის წარმოდგენილი. კომპანია ბაზრის 76%-იან წილს ფლობს და მართავს 330 მილიონი ლარის პორტფელს, რითიც სალიზინგო ბაზრის ლიდერია საქართველოში.



კავკასიის ავტოიმპორტის შესახებ:
კავკასიის ავტოიმპორტი, 2004 წელს დაარსდა და 18 წელია, კომპანიას ავტოიმპორტიორთა შორის ლიდერის პოზიცის იკავებს აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. კომპანიის 23 დეპარტამენტი და 700-მდე პროფესიონალი თანამშრომელი კერძო პირებსა და დილერებს წვდომას აძლევს აშშ-ს საავტომობილო ბაზარზე, უზრუნველყოფს ავტომობილების შესყიდვასა და მათ დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას. კომპანია ლიცენზირებულია, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე.


(R)




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up