თიბისი ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს

თიბისი ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს

access_time2022-04-08 13:50:00

უკვე წელიწადზე მეტია, თიბისის გუნდი საერთაშორისო მასშტაბით ფართოვდება და სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს ტალანტებს ტექნოლოგიების მიმართულებით.



ტექნოლოგიურ სივრცეებთან უწყვეტი კავშირისთვის თიბისიმ თანამშრომლების გარე ბაზრებიდან მოზიდვა დაიწყო. ამას ხელი, ნაწილობრივ პანდემიამაც შეუწყო, რადგან ადამიანებმა მთელ მსოფლიოში დაინახეს, რომ კარგად მუშაობისთვის ზოგჯერ ოფისი საჭირო სულაც არ არის, მეტიც, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ხარ ეკრანს მიღმა. “იმუშავე საიდანაც გინდა” — ეს თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო 2020 წელს, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ურთიერთობები ქართველ და უცხოელ თანამშრომლებს შორის.



პროცესი პანდემიამდე დაიწყო — თიბისის რამდენიმე წელია, გუნდები ჰყავს უზბეკეთში, უკრაინაში თუ ისრაელში, თუმცა ახლა მასშტაბები უფრო გაფართოვდა და კომპანიას ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტები ათი ქვეყნიდან შემოუერთდა. მათ შორის არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ინდოეთი, ყაზახეთი, სომხეთი და სხვა. თავის მხრივ, უზბეკეთში თიბისის 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომელიც ციფრული ბანკის განვითარებაში იღებს მონაწილეობას და მათი 97% ადგილობრივია. საგულისხმოა, რომ გასულ წელს The Global Economics-მა თიბისი უზბეკეთში წლის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.



“მსოფლიოში ტექნოლოგიური კომპანიები არნახული ტემპებით ვითარდებიან, შესაბამისად, გვსურს, ის მიდგომები, რომლებიც მათთან გამოიყენება, ჩვენც დავნერგოთ. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ და უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან. საქართველოს ბაზარი პატარაა, რაც ბუნებრივია, მოსახლეობაც ცოტანი ვართ, შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე ხელი ბევრს არ მიუწვდება, ამიტომ დავიწყეთ ტალანტების ძიება საზღვარგარეთაც. ეს იმანაც გაგვიადვილა, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს შეზღუდვები და მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადაეწყო”, — ამბობს ნიკა მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი.




თიბისის უცხოელი გუნდის წევრები პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიური მიმართულებით ჰყავს. ესენი არიან software დეველოპერები თუ არქიტექტორები, ბიზნეს ანალიტიკოსები თუ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები, რომლებიც, ნიკას თქმით, კომპანიას მატებენ დიდ გამოცდილებას და ცოდნას.



„დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიები არის ყველგან და ყველაფერში. ეს სფერო იმიტომ ავირჩიე, რომ იგი მუდმივად ცვალებადია, არასდროს გეძლევა მოწყენის საშუალება და ყოველთვის საინტერესო გამოწვევების წინაშე დგები. თიბისი არა მხოლოდ იზიდავს კარგ სპეციალისტებს, არამედ ქმნის შესანიშნავ სამუშაო პირობებს და გაძლევს ზრდის შესაძლებლობას. თიბისი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის კომპანიებიდან, რომლებსაც ესმით, რომ კარგ სპეციალისტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მუშაობა. იმისდა მიუხედავად, რომ ფიზიკურად სხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მათგან უზრუნველყოფილი ვარ საჭირო აღჭურვილობით და დახმარებით, შესაბამისად, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ,” - ამბობს ბლაგოჟ ტალევსკი, ინტეგრაციის კონსულტანტი მაკედონიიდან.



„IT სერვისების სექტორში, დაახლოებით, ათი წელია, ვმუშაობ და მითანამშრომლია მრავალ კომპანიასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საერთო ჯამში კი, 22 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მაქვს IT-ში პროდუქტების, სტარტაპებისა და სხვა მიმართულებით. თიბისიმ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ფართო მასშტაბის ტრანსფორმაცია მოვახდინო თავად თიბისისთვის. ეს არის შესაძლებლობა, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და, თიბისის მიზნებთან შესაბამისად, აქ თანდათანობით დავნერგო ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მიმიღია. თიბისის გუნდმა გასწია დიდი ძალისხმევა, რათა შეესწავლათ ადგილობრივი კანონები და შეზღუდვები, ამასთან ისინი არიან მოქნილები, რომ ამ ყველაფერს მოერგონ. თიბისი ასევე დაგვეხმარა, შეგვეცნო ახალი ქვეყნის კულტურა და სამუშაო მიდგომები,“ - ამბობს სავინდერ პური, DevOps-ის არქიტექტორი, რომელიც ინდოეთიდან მუშაობს.



NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up