„თიბისი“ უკვე იან მალქოლმ ჰოქსთან კი არა, ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კავშირსაც უარყოფს - დიმიტრი ტორაძე

„თიბისი“ უკვე იან მალქოლმ ჰოქსთან კი არა, ხაზარაძე-ჯაფარიძესთან კავშირსაც უარყოფს - დიმიტრი ტორაძე

access_time2022-07-19 19:57:53

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ერთ-ერთ მედია საშუალებასთან საუბარში ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ აქციონერები არ არიან და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდს უწოდებს.  

მისი ეს განცხადება საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხება, რომლის თანახმადაც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 30 მლნ ლარამდე მისაღები დივიდენდები დაუყადაღდა.

სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აეკრძალათ სააქციო საზოგადოებათიბისი ბანკში“, საიდენტიფიკაციო კოდით: 204854595, დივიდენდების აკრძალვა. ეს კოდი შემთხვევით არ წამიკითხავს. ჩვენ მივმართეთთიბისი ბანკსაც“, მივმართეთ სააქციო საზოგადოებათიბისი ბანკისრეგისტრატორს, სადაც აქციები არის რეგისტრირებული დათიბისი კაპიტალს“, რომელიც ნომინალურ მფლობელობაში მყოფ აქციებს ფლობს. სამივემ დაგვიდასტურა, რომ ასეთი აქციონერითიბისი ბანკსარ ჰყავს, როგორიც არის იან მალქოლმ ჰოქი. უფრო მეტიც, დღევანდელი მოცემულობით, სააქციო საზოგადოების აქციონერები არც მამუკა და არც ბადრი ჯაფარიძე არ არის. შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა აბსურდული გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ წარმოებაში მიიღო იმ პირის სარჩელი, რომელიც არ არისთიბისი ბანკისაქციონერი, მიიღეს სარჩელი როგორცთიბისისაქციონერისგან, შემდეგ გამოიტანა განჩინება, რომელიც სამართლებრივი შედეგს ვერ წარმოშობს. ადამიანებს, რომლებიც არ არიან კონკრეტული იურიდიული პირის და შესაბამისი კოდის იურიდიული პირის აქციონერები, აუკრძალეს იმ დივიდენდების აღება, რომელსაც ისინი ვერ აიღებდნენ ვერასდროს“, - განაცხადა კორძაძემ.

კორძაძემ დასძინა, რომ იან მალქოლმ ჰოქი TBC Group PLC-ის აქციონერია და არა სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის”, თუმცა მის გაცემულ მინდობილობაში, რომლითაც იურისტმა საქართველოში დაიწყო პროცესი, წერია, რომ ის არის სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის” აქციონერი.

აღნიშნულ განცხადებას ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე გამოეხმაურა:

თუ აქამდე ვისმენდით, რომ ჩემი მარწმუნებელი არაფერ შუაში არ იყოთიბისი ბანკთან“, დღეს ისიც გავიგეთ, რომ თურმე არც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ ყოფილანთიბისი ბანკისაქციონერები“, - აღნიშნა ტორაძემ.

ზვიად კორძაძემ, ასევე, განაცხადა, რომ მათ სარჩელი არ ჩაჰბარებიათ, რომლისთვისაც მეორე მხარეს 2 თვის ვადა აქვს. გარდა ამისა, ის კითხვით მიმართავს დიმიტრი ტორაძეს, საიდან აქვს მას განჩინება და რა კანონიერი გზით მოიპოვა ის.


ჩვენ არც სარჩელი ჩაგვბარებია, რომლის გამოგზავნის ვალდებულება აქვს მხარეს და ამისთვის 2 თვიანი ვადა ჰქონდა და აქვს, მეორე საკითხი - განჩინებაც მას შემდეგ ავიღეთ, როცა პრესკონფერენცია ჩატარდა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მაინტერესებს, მინდა, მისმა ადვოკატმა გასცეს პასუხი, სარჩელში და უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნაში ის ხშირად აპელირებს განაჩენზე და ციტატები მოჰყავს. საიდან აქვს მას ეს განაჩენი, მაინტერესებს, როცა ეს განაჩენი საჯაროდ არსად არ გამოქვეყნებულა. ეს ინფორმაცია აქვს პროკურატურას, ვის მიმართა, რა ფორმით და რა კანონიერი გზით მოიპოვა განაჩენი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა“, - განაცხადა კორძაძემ.

დიმიტრი ტორაძემ კორძაძის შეკითხვას დაუყოვნებლივ გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ინტერესების დამცველი უფრო მეტი ყურადღებით რომ გასცნობოდა სარჩელს, პასუხსაც მიხვდებოდა. ტორაძის თქმით, მან ეს განჩინება ერთ-ერთი მედიასაშაულებიდან აიღო, რომელიც ზვიად კორძაძის ბიუროს ადვოკატმა კახა წიქარიშვილმა გამოაქვეყნა. ბრიტანელი აქციონერის ინტერესების დამცველმა დასძინა, რომ მან ამ საკითხთან დაკავშირებით „თიბისი ბანკსაც“ მიმართა, რადგან ამ განჩინების ასლები საჯარო სივრციდან აეღოთ.

ყურადღებით მოვისმინე ჩემი კოლეგის პრესკონფერენცია და სატელევიზიო ჩართვა, სიმართლე გითხრათ, მეტს მოველოდი.

ბატონი ზვიადი საუბრობდა ჩემი სარჩელის ციტატებით და არგუმენტებად ტელევიზიებს აჩვენებდა თანდართულ საბუთებს და იქვე გვიმტკიცებდა, რომ სარჩელი არც კი ჩაბარებიათ. საქმე გვაქვს ან მარტივ ტყუილთან, ან კანონდარღვევასთან, რადგან გამოდის, რომ მას ეს დოკუმენტები მიაწოდათიბისი ბანკმა“, რომელიც, ასევე, ბატონი ზვიადის თქმით, არაფერ კავშირში არ არის მასთან.

სინამდვილეში, მათ სარჩელი ჩაჰბარდათ კიდეც და გასაჩივრების ვადაც გაუშვეს.

მეორე და ასევე, მნიშვნელოვანი. ბატონმა ზვიადმა ხაზი გაუსვა კითხვას, თუ საიდან მაქვს მე სასამართლოს განაჩენის ასლები, საიდანაც ვისარგებლე სარჩელის წარდგენისას.

მოწინააღმდეგე მხარე სარჩელს უფრო ყურადღებით რომ გასცნობოდა, იქვე ნახავდა პასუხებს ამ კითხვაზე - ამ განაჩენის ასლები მე ავიღე ერთ-ერთი მედიასაშუალებიდან, სადაც გამოქვეყნებული ჰქონდა ზვიად კორძაძის ბიუროს ადვოკატ კახა წიქარიძეს და უფრო მეტიც, მივმართეთიბისი ბანკს“, უზრუნველყო ამ განაჩენის ასლების საჯარო სივრციდან წაშლა, ვინაიდან, ამით ირღვეოდა კონფიდენციალურობა, რაც უარყოფითად აისახება როგორც ბანკის, ასევე, ჩემი მარწმუნებლის ინტერესებზე.

მოკლედ, საღამომდე თუ კიდევ სამჯერ მოასწრებსთიბისიხაზარაძის და ჯაფარიძის უარყოფას, უკვე სამართლებრივ სივრცეს ვცდებით. სერიოზულად კი, ჩვენ ვართ იურისტები და უნდა ვისაუბროთ არგუმენტებით, რომელსაც საბოლოო ჯამში სასამართლომდე მივყავართ“, - განაცხადა ტორაძემ.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up