თიბისი Z-ის და სტარტაპერის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მოსწავლეთათვის   Start-up მარათონს იწყებს

თიბისი Z-ის და სტარტაპერის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მოსწავლეთათვის Start-up მარათონს იწყებს

access_time2022-02-10 14:10:00

თიბისი Z-ის და სტარტაპერის მხარდაჭერით და „ალტე უნივერსიტეტის“ ინიციატივით პირველი მასშტაბური Start-up მარათონი გაიმართება სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობას, განსხვავებული იდეების მქონე ბავშვების აღმოჩენას და მათი ბიზნეს იდეის რეალიზებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA-ს პარტნიორობით.



პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით. მონაწილეებს იდეის წარდგენა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.



Start-up მარათონის გამარჯვებულებს შემდეგი პრიზები ელოდებათ:



- სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტისგან; ბიზნეს იდეის განხორციელებისთვის სპონსორის მოძიების შესაძლებლობა და „Start-up გარაჟის“ სერვისების საშუალებით ბიზნეს იდეის განვითარება.



- 5000 ლარიანი ჯილდო გამარჯვებული ერთ-ერთი გუნდისთვის თიბისი Z და სტარტაპერისგან.



პროექტი „ალტე უნივერსიტეტში“ განხორციელდება და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:




პირველი ეტაპი გაგრძელდება 28 თებერვლამდე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, სადაც პირად ინფორმაციასთან ერთად მოკლედ აღწერენ თავიანთ ბიზნეს იდეას. სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3G0I5kX .



მეორე ეტაპი, 1-7 მარტი, აპლიკაციების გადარჩევა და შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება. აპლიკაციების გადარჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:


• რამდენად ინოვაციურია ბიზნეს იდეა?
• რამდენად დგას მისი განხორციელების საჭიროება?
• რამდენად რეალისტურია ბიზნეს იდეა?
• რა ცვლილებების მომტანია ბიზნეს იდეა?



უპირატესობა მიენიჭება იდეებს, რომელთაც წარადგენენ გუნდები. პროექტების შერჩევა მოხდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ.


მესამე ეტაპი, 7-20 მარტი, შერჩეული გუნდები გაივლიან ტრენინგებს, რათა დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეა შემდეგი საკითხების მიხედვით:


• იდეიდან პროტოტიპამდე
• პრეზენტაციის/Pitch-ის მომზადება
• ინოვაციური ბიზნეს მოდელის შემუშავება
• რესურსებისა და ინვესტორების მოზიდვა



მეოთხე ეტაპი, 20 მარტიდან 5 აპრილამდე პროექტზე მუშაობას დაეთმობა. მოსწავლეები დაიწყებენ საკუთარ ბიზნეს იდეაზე მუშაობას და მოემზადებიან პრეზენტაციის წარსადგენად. ამ პერიოდში თითოეულ მონაწილეს უხელმძღვანელებს მენტორი, რომელიც მოსწავლეთა გუნდებს დაეხმარება დახვეწონ და წარსადგენად მოამზადონ ბიზნეს იდეები.



მეხუთე ეტაპზე, რომელიც აპრილში გაიმართება, „ალტე უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს პროექტების წარდგენის და დაჯილდოების ცერემონიალს. გამარჯვებულების შერჩევა მოხდება წინასწარ შედგენილი ჟიურის წევრების მიერ.


NS


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up