თიბისიმ ბაინანსთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

თიბისიმ ბაინანსთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

access_time2022-12-01 10:35:10

თიბისიმ თანამშრომლობა დაიწყო საერთაშორისო კომპანია ბაინანსთან - ბლოკჩეინ ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის მსოფლიოს წამყვან პროვაიდერთან.


2022 წლის 30 ნოემბერს ბაინანსის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანპენ ჯაო (CZ) და თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ერთმანეთს შეხვდნენ თიბისი კონცეპტის სივრცეში, სადაც განიხილეს თანამშრომლობის ის სფეროები, რომლებსაც ნოემბერში გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.


ეს არის ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო თანამშრომლობა, რომლის მხარეებიც არიან, ერთი მხრივ, მსოფლიოს წამყვანი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის პროვაიდერი ბაინანსი და, მეორე მხრივ, რეგიონის ლიდერი საფინანსო ინსტიტუტი და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია - თიბისი. ორი დიდი ბრენდის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვირტუალური აქტივების ბაზრისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიის რეგიონში.



მემორანდუმის მიხედვით, ბაინანსი და თიბისი დაინტერესებულები არიან საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებითა და გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობით. როგორც ბაინანსის პარტნიორი, თიბისი უზრუნველყოფს ანგარიშებს კრიპტოვალუტის კონვერტირებისა და ადგილობრივ ვალუტაზე გადასაცვლელად, რათა ადგილობრივმა მომხმარებლებმა შეძლონ „ბაინანს საქართველოს“ პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა და გაყიდვა ლარის გამოყენებით. გარდა ამისა, თიბისი და ბაინანსი განიხილავენ ბაინანსის ბარათის გამოშვებას. ბაინანსი კი, თავის მხრივ განიხილავს თიბისი ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიებისთვის კრიპტოსაბროკერო API-ს შეთავაზებას, რათა თიბისის მომხმარებლებს საინვესტიციო პლატფორმებზე კრიპტოვალუტით წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ.


საფინანსო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზისით, ბაინანსი კრიპტოინდუსტრიის უდავო ლიდერია. კომპანია იცავს გლობალურ სანქციებს, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პრინციპებს და პროაქტიულად იყენებს საეჭვო ანგარიშებისა და თაღლითური ოპერაციების ამოცნობის მექანიზმებს. დაცვის ამ მექანიზმებისა და რეგულაციებთან შესაბამისობის პროგრამის გათვალისწინებით, ბაინანსი თიბისისთვის სანდო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც ქართველ მომხმარებელს მაქსიმალურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს შეუქმნის კრიპტოსავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად.


„დღეს დავაანონსეთ თიბისისა და ბაინანსის პარტნიორობა, რაც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებას ემსახურება. 2023 წლიდან, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ბაინანსის პლატფორმაზე შეიძინოს და გაყიდოს კრიპტოვალუტა თიბისი ბანკის გადახდის არხების გამოყენებით. მჯერა, რომ ბაინანსი პასუხისმგებლიანი გლობალური მოთამაშეა, რომელიც კარგად აცნობიერებს კრიპტო ინდუსტრიის რისკებს, იცავს საერთაშორისო სანქციებს და ხელმძღვანელობს ფულის გათეთრებასთან/ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პროცედურებით (AML/CTF). ამასთან ერთად, ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებელთა შორის ფინანსური წიგნიერებისა და ცნობიერების ამაღლებას და ამ გზით მათთვის დამატებითი ღირებულება შევქმნათ. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ვირტუალური აქტივების ბაზრების განვითარებას და დიდად წაადგება ჩვენს მომხმარებელს,“ - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up