თიბისიმ და AIIB-იმ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ და AIIB-იმ 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

access_time2022-12-20 13:00:50

თიბისიმ და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) 100 მლნ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული ტრანზაქცია, AIIB-თვის კომერციულ ბანკთან დადებული პირველი გარიგებაა საქართველოში. მოზიდული რესურსის მიღება შესაძლებელია ორ ვალუტაში, მათ შორის ლარშიც, რაც ხელს უწყობს, მეტად მოთხოვნად ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომის ზრდას.


მოზიდული ფინანსური რესურსი თიბისის შესაძლებლობას მისცემს, დააფინანსოს ადგილობრივი მეწარმეების ბიზნეს საქმიანობები, უპირველეს ყოვლისა, მსესხებლების საბრუნავი კაპიტალის საჭიროებები და საშუალოვადიანი ინვესტიციები, და ამით ხელი შეუწყოს მათ მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. გარდა ამისა, ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის სესხებზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც დაიცავს მეწარმეებს გაცვლითი კურსის რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან.


„ჩვენ ვამაყობთ, რომ წარმატებით დასრულდა AIIB-ისა და თიბისის შორის პირველი გარიგება და გავხდით მათთვის პირველი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. ადგილობრივ ვალუტაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის დედოლარიზაციის მხარდასაჭერად და ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების საჭირო ფინანსური პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს გარიგება ასახავს ორმხრივ მზაობას წარმატებული თანამშრომლობის დასაწყებად და მოუთმენლად ველით ამ პროდუქტიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას.-აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
„დადებული გარიგება, რომელიც AIIB-ის Covid-19-ის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ადასტურებს, კლიენტების მხარდასაჭერად, ინოვაციისა და ადაპტიციისადმი ჩვენს მზაობას. პირველად საქართველოში, AIIB გასცემს საშუალოვადიან სესხს ლარში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების გაზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესების ეკონომიკურ მდგრადობას. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ პარტნიორობა თიბისისთან, წამყვან ბანკთან საქართველოში, რომელსაც აქვს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში გამორჩეული რეპუტაცია. AIIB აგრძელებს, აღდგენის ტენდენციის შესანარჩუნებლად, საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას. დადებული გარიგება ასახავს ჩვენს ინსტიტუტებს შორის ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობის დასაწყისს". -აცხადებს კონსტანტინ ლიმიტოვსკი, AIIB-ის ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო ოპერაციების მიმართულებით

AIIB-ის შესახებ


აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) არის მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომლის მისიაა დააფინანსოს მდგრადი ინფრასტრუქტურა ხვალინდელი დღისთვის. - ჩვენ დავიწყეთ ოპერაციები 2016 წლის იანვარში, პეკინში და მას შემდეგ გავიზარდეთ 105 დამტკიცებულ წევრამდე მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს 100 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალიზაცია და მსხვილი საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მონიჭებული Triple-A-რეიტინგი. პარტნიორებთან თანამშრომლობით, AIIB აკმაყოფილებს კლიენტების მოთხოვნილებებს, ახალი კაპიტალის მიწოდებისა და მწვანე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გზით, და ხელს უწყობს რეგიონული კავშირების დამყარებას.


(R)


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up