თიბისიმ და კომერცბანკმა, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის - Marco Polo-ს საშუალებით, საპილოტე პროექტი განახორციელეს

თიბისიმ და კომერცბანკმა, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის - Marco Polo-ს საშუალებით, საპილოტე პროექტი განახორციელეს

access_time2022-01-10 11:50:00

თიბისიმ და კომერცბანკმა, ვაჭრობის დაფინანსების ქსელის - Marco Polo-ს საშუალებით, პირველად რეგიონში, ორი სავაჭრო ტრანზაქცია განახორციელეს.


საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერ „თეგეტა ჯგუფსა“ და ევროპაში საავტომობილო ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელს „MAN Truck and Bus“-ს შორის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, გერმანიიდან საქართველოში სატვირთო ტექნიკის ჩამოტანასთან დაკავშირებული სავაჭრო ოპერაცია განხორციელდა.


თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პროექტებშია ჩართული.


Marco Polo პლატფორმის წევრებს, ვაჭრობასთან და საბრუნავ კაპიტალთან დაკავშირებულ თანამედროვე გადაწყვეტებს სთავაზობს. სისტემა, რომელიც სრულად ეფუძნება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, ხელს უწყობს ვაჭრობის მონაწილეებს შორის უწყვეტი კავშირის დამყარებას, ინფორმაციის თავისუფლად მიმოცვლასა და ეფექტურ, მოქნილ თანამშრომლობას.


„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, პარტნიორებს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმატებით განახორციელონ საერთაშორისო ოპერაციები. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების გუნდი, თითოეულ მომხმარებელს და მის ტრანზაქციას ინდივიდუალურად ვუდგებით და ყველაზე მომგებიანი და ნაკლებ რისკიანი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ვეხმარებით. Marco Polo-ს პლატფორმა, საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტა შევთავაზოთ, გავუმარტივოთ ცხოვრება და ვაჭრობის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ უფრო მოქნილი, მარტივი და ეფექტური გავხადოთ“, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.



„Marco Polo პლატფორმის მიზანი სავაჭრო ოპერაციების ხელშეწყობა და პროცესში ჩართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, მათი კორპორაციული კლიენტებისთვის და ზოგადად, ვაჭრობის ეკოსისტემისთვის - ღირებულების შექმნაა. მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ წარმატებით განახორციელა პლატფორმის სატესტო პროექტი და შედეგად, ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცნობადობის გაზრდას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში“, - აუტარი მეგლე, TradeIX-ის გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მმართველი დირექტორი,


„კლიენტების საჭიროებების შესაბამისად, ჩვენი პრიორიტეტია მომარაგების ქსელის მართვის ინოვაციური მეთოდების განვითარება, ასევე პროცესების ავტომატიზაცია და გაციფრულება. Marco Polo-ს ქსელთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბლოკჩეინის უდიდეს პოტენციალზე გვაქვს წვდომა. ვინაიდან, ვაჭრობის დაფინანსება თიბისი ბანკისა და კომერცბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნული საპილოტე ოპერაცია ბუნებრივი თანხვედრა იყო“, - ჰანს კრონი, CIS რეგიონალური უფროსი, კომერცბანკი.


„თეგეტა ჯგუფი საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია რეგიონში. საერთაშორისო ოპერაციები ჩვენი საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და თიბისი ამ მიმართულებით უკვე წლებია თეგეტას საიმედო პარტნიორია. გვიხარია, რომ ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შანსიც პირველებს ჩვენ მოგვეცა, ვინაიდან საერთაშორისო ოპერაციების განსახორციელებლად მარტივი და ეფექტური გზების გამოყენება კომპანიის ბიზნესპროცესებს კიდევ უფრო მოქნილსა და თანამედროვეს ხდის“, - თინათინ ლაბარტყავა, თეგეტა ჯგუფის ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი.


„ვაჭრობის დაფინანსების პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, დაინტერესებული ვართ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენ მივყვებით ციფრული განვითარების ტენდენციას. აღნიშნული საპილოტე პროექტის მსგავსი ინიციატივები, ჩვენთვის შესაძლებლობაა რომ ბიზნესპორცესები გავამარტივოთ, - MAN Truck and Bus.



NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up