თიბისიმ პროექტ ჩართეს ბენეფიციარებისთვის პროფესიული მასტერკლასი ჩაატარა

თიბისიმ პროექტ ჩართეს ბენეფიციარებისთვის პროფესიული მასტერკლასი ჩაატარა

access_time2023-03-02 18:30:28

თიბისისა და ჩართეს პარტნიორობის ფარგლებში, 1 მარტს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში თიბისის თანამშრომლებმა პროექტ ჩართეს ბენეფიციარ მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარეს და საჭირო ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. პროექტი ჩართე მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეების ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცეს ხარისხიანი განათლებაზე წვდომა.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს  თიბისის წარმომადგენლებმა ისეთი მიმართულებების ტენდენციები გააცნეს, როგორებიცაა: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერია, სისტემების ინჟინერია, UI/UX დიზაინი, IOS დეველოპმენტი, პროდუქტის მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები. პროფესიული მასტერკლასის შემდეგ ახალგაზრდები სხვადასხვა აკადემიების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და მათი მომავალი პროფესიების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნენ.

 

„30 წლიანი ისტორიის მანძილზე თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს  განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. ჩვენი ბრენდის მთავარ სოციალურ ფოკუსად სწორედ ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა ვაქციეთ. პროფესიული მასტერკლასი, რომელიც თიბისის თანამშრომელებმა ჩართეს ბენეფიციარებს ჩაუტარეს, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს გაეცნონ და აითვისონ. თიბისი ჩართესთან თანამშრომლობას განაგრძობს და მომავალში სხვა არაერთი საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიური ინიციატივებით დაუჭერს მხარს. " - ამბობს თიბისის სტრატეგიული პროექტების მართვის ლიდერი ალექსანდრე მაყაშვილი.

 


„დღეს ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით სწავლა და მუშაობა ძალიან მარტივია. თუმცა, არსებული ციფრული უთანასწორობის ფონზე, ხარისხიანი განათლების მიღება არ არის ყველასთვის თანაბრად შესაძლებელი. სწორედ ამან განაპირობა პროექტ ჩართეს შექმნა.  როგორც პასუხისმგებლიან მოქალაქეებს,  კომპანიებსა თუ ორგანიზაციების,  შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისა და მათი ოჯახების აკადემიური,  პროფესიული თუ ფინანსური განვითარების პროცესში. თიბისის ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება პროექტ ჩართეს მონაწილეებს დაეხმარებათ, მიიღონ მეტი ინფორმაცია და შეიქმნან სწორი მოლოდინები  ამ  სფეროში არსებულ პროფესიებსა და პერსპექტივებზე."- ამბობს მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ ჩართეს ოპერაციული ხელმძღვანელი.

 

აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების განათლებით უზრუნველყოფას მოიაზრებს. ამ ღონისძიების ინიციატორები თიბისის 2022 წლის გრეის ჰოპერის პროგრამის გამარჯვებულები ქალების გაძლიერების ნომინაციაში, თამთა კაპანაძე და პროექტი ჩართე არიან. გრეის ჰოპერის დაჯილდოება 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივითა და თიბისის პარტნიორობით ჩამოყალიბდა და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში გოგონებისა და ქალების მიღწევების აღიარება, მათი გაძლიერება და ხელშეწყობა.

 

 


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up