თიბისიმ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თიბისიმ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

access_time2022-06-30 12:30:00

თიბისიმ, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


კონფერენციის მთავარი მიზანია, საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების შესაძლებლობების წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი გენერაციის ობიექტებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას.


ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების და ინსტიტუციური შესაძლებლობების ცნობიერების ამაღლების და კერძო ინვესტორების ჩართვის მიზნით, პროგრამა ეხმარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოავლინოს სამომავლო პროექტები და გამართოს კონფერენციები/გაცნობითი ღონისძიებები დეველოპერებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.



ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა, საქართველოს მთავრობის, სახელმწიფო კომპანიების, საელჩოებისა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეველოპერებმა, ინვესტორებმა და დონორებმა ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების პერსპექტივების, მოსალოდნელი ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების ხედვების, ელექტროენერგიით რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობებსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.


„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას განახლებადი ენერგიის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში. პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ქვეყანაში გამოვლინდეს და განხორციელდეს საინტერესო და პერსპექტიული სუფთა ენერგიის პროექტები. ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომელიც საჭიროებს მუდმივ კომუნიკაციას საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის პირველ რიგში ინვესტორებთან. განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია ემსახურება დაინტერსებული მხარეების ინფორმირებულობას და მიზნად ისახავს რესურსების მობილიზებას განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ქსელში ინტეგრაციისათვის. კონფერენცია ხელს შეუწყობს ურთიერთობების გამყარებას პოტენციურ ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და ბიზნესებს შორის“, - ივანე პირველი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის ხელმძღვანელი.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ კონფერენციაში ჩართულობა, ვინაიდან მსგავსი ღონისძიებები ინფორმაციის გავრცელებასა და განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის რესურსების მობილიზებას უწყობს ხელს. ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ამ მიმართულებას ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ქვეყანაში უხვად არსებული განახლებადი რესურსი. აუთვისებელი რესურსიდან გამომდინარე, საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ჯამში, თიბისის დაფინანსებული აქვს 30 ჰიდროელექტროსადგური - ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW. აქედან უკვე ოპერირებს 100 MW, 167 MW სიმძლავრის სადგურები კი მშენებლობის ეტაპზეა, რაც საქართველოს ჯამური განახლებადი სადგურების 8%-ს შეადგენს. თიბისის მხარდაჭერით, სექტორში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 182 მილიონ დოლარს შეადგენს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.


NS



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up