თიბისის 30 წლის იუბილეზე 10 000 - ზე მეტი თანამშრომელი წინანდლის  მამულში შეიკრიბა

თიბისის 30 წლის იუბილეზე 10 000 - ზე მეტი თანამშრომელი წინანდლის მამულში შეიკრიბა

access_time2022-10-08 12:52:34


თიბისის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად წინანდლის ისტორიულ მამულში 10,000-ზე მეტი თიბისელი შეიკრიბა საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, ხორვატიიდან, მაკედონიიდან და სხვა ქვეყნიდან.


თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რაც გულისხმობს ციფრული ეკოსისტემის დახმარებით, მომხმარებლებისთვის და პარტნიორებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, მარტივი და ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტების შეთავაზებას.
თიბისი, 30 წლის განმავლობაში, რეგიონში ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტად და ტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 11 მილიონზე მეტ ადამიანს უმარტივებს ცხოვრებას და მათ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს, დაწყებული ფინანსური სერვისებიდან სხვადასხვა ეკო-სისტემით დამთავრებული. თიბისი ფინანსური მაჩვენებლებით პირველია საქართველოში, მას სესხებში ბაზრის წილის 39.1 % უკავია, ხოლო დეპოზიტებში - 40.7 %.
თიბისი საქართველოში ყველაზე დიდ დამსაქმებელიცაა. „თიბისი ბანკის ჯგუფი“ (PLC TBC Bank Group) რამდენიმე კომპანიას - თიბისი დაზღვევას, თიბისი ლიზინგს, თიბისი ფეის, თიბისი კაპიტალს, თიბისი ბროქერეჯს, ტექნოლოგიური ეკოსისტემების კომპანია Tnet-ს და ჯამში 10,000 თანამშრომელს აერთიანებს.
თიბისის გუნდმა გამოწვევებით სავსე და საინტერესო გზა გამოიარა. 3 ათწლეულის განმავლობაში თიბისი ბიზნესის წარმატების საუკეთესო მაგალითად იქცა საქართველოში, თიბისიმ გააფართოვა ცოდნა და გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე და რეგიონში წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა. საერთაშორისო გაფართოების ფარგლებში, 2020 წელს თიბისი უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. დღეს უკვე TBC.UZ აპლიკაციას 2 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
თიბისი დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის ციფრული არხები მომხმარებლებს მოქნილ და მარტივ გამოცდილებას სთავაზობს. საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance, 2019 წელს - თიბისის მობაილბანკი, 2022 წელს კი თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა.


თიბისიმ აღიარება მოიპოვა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის და მსოფლიო მასშტაბითაც. საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემებმა Euromoney, Global Finance, The Banker და სხვებმა, სხვადასხვა დროს, თიბისი რამდენჯერმე დაასახელეს წლის საუკეთესო ბანკად.
მეოთხე ათწლეული, რომლის ათვლაც ახლა დაიწყო, თიბისისთვის იქნება ტრანსფორმაციის ათწლეული, რომელშიც ციფრული და ტექნოლოგიური ცვლილებებით შესაძლებელი გახდება მომხმარებლებს თიბისისთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.



(R)


თეგები:
Tbc



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up