თიბისის ბიზნეს გიდი   -  თქვენი მრჩეველი საბანკო სფეროში

თიბისის ბიზნეს გიდი - თქვენი მრჩეველი საბანკო სფეროში

access_time2022-04-13 14:30:00

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით თიბისი ბიზნეს გიდის მომსახურებას გთავაზობთ.



ბიზნეს გიდი მომხმარებელს ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობას უმარტივებს და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება. ბიზნესის გიდის დახმარებით, უკვე შესაძლებელია, პირველად საქართველოს ბაზარზე თიბისის ფილიალებში დაარეგისტრიროთ კომპანია, რაც მოხმარებლისთვის დიდი კომფორტი და დროის დაზოგვაა.


თიბისის ფილიალში მისულ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს თვითდასაქმებული თუ კომპანიის წარმომადგენელი, დახვდება კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც საბანკო და არასაბანკო პროდუქტებსა თუ პროცესებს გააცნობთ, რაც მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება.


თუკი აქამდე, მომხმარებლის დროის დიდი ნაწილი სესხებზე, საოპერაციო პროდუქტებზე, კომპანიის რეგისტრაციაზე, ტრენინგებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს.


ბიზნეს გიდი სრულად ემსახურება იურიდიულ პირებს (გარდა ტრანზაქციების განხორციელებისა). რისი გაკეთება შეუძლია ბიზნეს გიდს?



o ბიზნეს გიდი დაარეგისტრირებს კომპანიებს, მომხმარებელს გაუხსნის ანგარიშებს, შეიტანს ცვლილებას;


o ბიზნეს გიდი მომხმარებელს დაურეგისტრირებს ყველა ბიზნეს პროდუქტს (ბარათები, ელ პროდუქტები, სახელფასო ბარათები, ბიკომი, ინკასაცია, ცნობები, ამონაწერები, ტარიფების შეთანხმება, დეპოზიტები, ქეშ ქავერი, ინტეგრაცია და ა.შ);


o კონსულტაციას გაუწევს მომხმარებელს და დაურეგისტრირებს ფეიმენთ პროდუქტებს (ტერმინალი, სალარო ტერმინალი, იკომერსი, ჯეოფეი და ა.შ.);


o კონსულტაციას გაუწევს სესხებთან დაკავშირებით;


o დაურეგისტრირებს სადაზღვეო პროდუქტებს;


o ბიზნეს გიდი მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის თიბისი ბიზნესში არსებულ არაფინანსურ პროდუქტებზე და პროექტებზე (სტარტაპერი, ბიზნესდაჯილდოება, ტრეინინგები და ა.შ).


ამ მომსახურების სამიზნე აუდიტორია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, ასევე მეწარმე ფიზიკური პირებიც, რომლებსაც ნებისმიერი სახის ბიზნეს კონსულტაცია სჭირდებათ. ბიზნეს გიდთან მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც თბილისის ფილიალებში,  ისე სხვა ქალაქებშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით.



NS



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up