თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა

თიბისის გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა

access_time2022-10-21 13:44:07

გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ თიბისის კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო გადაეცა ნომინაციაში „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები“, რომელიც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასაც ითვალისწინებს.


აღნიშნულ ნომინაციაში ჯილდო გადაეცემა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების შენებას, მათ მდგრად განვითარებას, უზრუნველყოფს სამართლიანობის ხელმისაწვდომობას ყველასთვის, ხელს უწყობს ეფექტიან, ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს და კორპორაციულ კულტურას ყველა დონეზე - არა მხოლოდ ორგანიზაციაში, არამედ ქვეყანაში და მის გარეთ.


თიბისიმ, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი ინიციატივა წამოიწყო და განახორციელა. ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თიბისის უკრაინელი თანამშრომლების და საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერაზე. თიბისი ჩართულია მთელ რიგ პარტნიორულ პროექტებში, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ითვალისწინებს.


„ჩემთვის ძალზედ საამაყო და განსაკუთრებულია დღევანდელი აღიარება. ეს ჯილდო არის იმის დადასტურება, რომ თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე თიბისი ხელს უწყობს მშვიდობიანი საზოგადოების და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შენებას, მათ მდგრად განვითარებას და პასუხისმგებლიანი კორპორაციულ კულტურის ჩამოყალიბებას როგორც თიბისიში, ასევე ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. მდგრადი განვითარებისთვის არსებითია საზოგადოებაში მშვიდობის და სოციალური თანასწორობის მხარდაჭერა. უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გლობალურად და ადგილობრივად თანამშრომლობის და პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, კრიზისი პირველივე დღეებიდან, თიბისიმ უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი ინიციატივა განახორციელა. ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენი უკრაინელი თანამშრომლების და საქართველოში ჩამოსული ომსგამოქცეული უკრაინელების მხარდაჭერაზე, რათა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ომის შედეგებთან გამკლავების ზეგავლენა და ხელი შევუწყოთ მათი სოციალური ცხოვრების უწყვეტობას,“ -- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.


გაეროს გლობალური შეთანხმების დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აშშ-ს, შვედეთისა და იაპონიის ელჩები, EBRD-ის რეგიონული დირექტორი, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს.


გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმის, გაეროს გლობალური შეთანხმების, ადგილობრივ ქსელს. იგი მუშაობს საქართველოს მდგრად განვითარებაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის ხელშეწყობის გზით გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესაბამისად, ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ხელს უწყობს ბიზნეს სექტორის ჩართულობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. ქსელია მიზანია, ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up