თიბისის მხარდაჭერით, ფერმერები კლიმატგონივრული სისტემების  დანერგვას შეძლებენ

თიბისის მხარდაჭერით, ფერმერები კლიმატგონივრული სისტემების დანერგვას შეძლებენ

access_time2022-07-27 14:46:07

ფერმერებისთვის ყოველდღიურობის გასამარტივებლად და აგროსექტორში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის მიზნით, თიბისისა და მცირე მეტეოსადგურების კომპანია CVIG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ფერმერების მრავალჯერადი დახმარებაა როგორც ფინანსური კუთხით, ისე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.

თიბისის მომხმარებლებს კომპანია CVIG კლიმატგონივრული სისტემების დანერგვის, ინფორმაციის გაზიარებისა და მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.
“ჭკვიანი მეურნეობის” სისტემები ფერმერს საშუალებას აძლევს, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს და საკუთარ ნაკვეთში მიმდინარე პროცესები მუდმივად აკონტროლოს. ერთ-ერთი ასეთი სისტემა EnviroMonitor-ის მცირე მეტეოსადგურებია, რომლებიც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ინერგება. იგი ლოკალური მიკროკლიმატის, მავნებლებისა და დაავადებათა წინასწარი პრევენციის უწყვეტი მონიტორინგისთვის გამოიყენება.

ამ სისტემების მოწყობით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სოფლის განვითარების სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით.

“კლიმატგონივრული სისტემები ახლა ინერგება ჩვენს ქვეყანაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ისეთივე პროცესები მიმდინარეობს, როგორიც, დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ფერმერები აქტიურად იწყებდნენ წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობას. ასე რომ, ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზე წვდომა ამ კუთხით ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამიტომაც, თიბისის მიზანია, ფერმერებს გავუადვილოთ ამ სისტემების გამართვა. ჩვენ ბაზარზე შემოგვაქვს ცოდნა და ვაძლიერებთ ფერმერს, რადგან მცირე მეტეოსადგურების დახმარებით მათ საკუთარი საქმიანობის კონტროლი შეუძლიათ. ეს კი ნიშნავს გარანტირებულ მოსავალს და ფინანსების დაზოგვას”, — აღნიშნავს შოთა გონგლაძე.

კლიმატგონივრული სისტემების დანერგვა განსაკუთრებით ხელსაყრელი აგრო-სტარტაპებისთვისაა, რადგან ასე რისკები უფრო დაზღვეული იქნება და საერთო ჯამში, მეტად საიმედო პარტნიორები შეიძლება იყვნენ, როცა საქმე მათ მხარდაჭერას ეხება.


EnviroMonitor-ის დახმარებით ფერმერს ამინდზე დაკვირვება ლოკალურად შეუძლია და იგი აღარ არის დამოკიდებული მრავალი კილომეტრით დაშორებულ მეტეოსადგურზე — ყველაფერი იქვე, საკუთარ ნაკვეთშია მოწყობილი და ინფორმაციას მობილურზე, კომპიუტერზე ან პლანშეტზე იღებს.

ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ნალექები, მცენარეთა ფოთლის სისველე, მზის რადიაცია, მზის ჩასვლა-ამოსვლის ზუსტი დროის მაჩვენებლები, მთვარის ფაზების მონაცემები, ბარომეტრის მონაცემები, ევაპოტრანპორაცია, ნიადაგის ტემპერატურა, ტენიანობა და მარილიანობა — ამ ყველაფერზე ინფორმაციას მცირე მეტეოსადგური იძლევა.

“ჩვენ ბაზარზე 2017 წლიდან ვართ, თუმცა სისტემებზე მოთხოვნა 2020 წლიდან გაიზარდა. ჩვენი დაკვირვებით, იმ კომპანიებმა თუ ინდივიდებმა, რომლებიც მეურნეობას ამ სისტემის დახმარებით უძღვებიან, უკვე მოახერხეს საირიგაციო სისტემის დახვეწა. სისტემამ ჩაანაცვლა დამატებითი ფიზიკური ძალა და ბევრად შეამცირა აგრონომების ვიზიტები ბაღის ტერიტორიაზე. რაც მთავარია, მათ ნარგავები იდეალურ გარემოში აქვთ, შეამცირეს ქიმიკატების გამოყენება, ეს ყველაფერი კი მოქმედებს ხარისხზე, მოსავლიანობასა და ფინანსებზე”, — ამბობს ირაკლი ერაძე, კომპანია CVIG-ის მმართველი პარტნიორი. აღსანიშნავია, რომ EnviroMonitor სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც მევენახეობა/მებაღეობისათვის, ისე სასათბურე მეურნეობებისთვის.

(R)



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up