თიბისის მხარდაჭერით პაბი  „კრეატორია“  სტუმრებს დამატებით სივრცეს შესთავაზებს

თიბისის მხარდაჭერით პაბი „კრეატორია“ სტუმრებს დამატებით სივრცეს შესთავაზებს

access_time2022-12-15 14:15:55


სპორტის, კარგი ლუდისა და მეგობრულ გარემოში გართობის მოყვარული ბათუმის მაცხოვრებლები თუ მისი სტუმრები უკვე კარგად იცნობენ პაბს „კერატორია“, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური და პოპულარულია მათთვის, ვინც თავის საყვარელ სპორტსმენებს ტელევიზიით გულშემატკივრობს.


ლუდის უამრავი სახეობის, ლუდთან შეთავსებული კრეატიული მენიუს, უნიკალური დიზაინის და ცოცხალი მუსიკის გარდა, რაც აქაურობას მართლაც გამორჩეულ სივრცედ აქცევს, პაბის მფლობელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეგობრული, შინაურული, მყუდრო და ამავდროულად ცოცხალი, მხიარული განწყობის შექმნას, რომელიც მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს შორის ურთიერთობით, კეთილგანწყობით და იმ ყველაფრის სიყვარულით მიიღწევა, რისთვისაც ეს სივრცე თავის დროზე დაარსდა.


„თავდაპირველად ეს სივრცე ბიზნესის მიზნით არ შექმნილა. რაგბის და ზოგადად სპორტის მოყვარულმა რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ, ვიწრო წრისთვის მოგვეწყო ადგილი, სადაც შევიკრიბებოდით და ლუდის თანხლებით ვუყურებდით ხოლმე თამაშებს. შემდეგ, დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა, რომ ჩვენ გარდა კიდევ უამრავ ადამიანს ჰქონდა ასეთი სივრცის მოთხოვნილება. ასე გადაიქცა აქაურობა ბარად, რომელიც უდიდესი სისწრაფით დაიხვეწა, გაფართოვდა და ახლა კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა და სტუმრების რიცხვი იზრდება და არსებულ სივრცეში ვეღარ ვეტევით,“ - ამბობს  „კრეატორიას“ დამფუძნებელი.



ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელის მრავალფეროვან არჩევანთან საგულდაგულოდაა მისადაგებული ქართული თუ უცხოური კერძების მენიუ. სნექი, პიცა, ბურგერი,  სენდვიჩი და განსაკუთრებული, საფირმო ხორცის დაფები ის პროდუქტებია, რომელიც „კრეატორიაში“ მისული ნებისმიერი გემოვნების სტუმრის გულს ადვილად დაიპყრობს.


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „კანჭის“ მენიუ  - ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით  შექმნილი ახლებური, ექსკლუზიური კერძი - შებოლილი ხორცის, ბეკონის, მოცარელას, ჩედარისა და სხვადასხვა სანელებლების კომბინაციით შექმნილი კანჭის გუდა, რომლის ჭამაც მხოლოდ „კრეატორიაში“ შეგიძლიათ. ასევე - ქათმის კოტლეტი ბარდის პიურეთი თუ სოსისი ყველითა და ლობიოს მუსით, მჟავე სოუსთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სპეციალურად  და მხოლოდ „კრეატორიისთვის“ დამზადებულ, ჩამოსასხმელ შავ ლუდთან ერთად.


„ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად შეიქმნა. მთავარი ჩვენთვის იყო და არის ურთიერთობებზე დაფუძნებული საქმე. ადამიანი არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება და ვცდილობთ, ყველა გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე მივიღოთ. ვცდილობთ, ადამიანებთან გავუშვათ მთავარი მესიჯი - ეს სივრცე ეკუთვნის ყველას თანაბრად, როგორც ჩვენ, დამფუძნებლებს, ასევე გუნდს და ასევე ყველა სტუმარს; რომ მთავარი ყველა საქმეში კეთილსინდისიერებაა და რომ ბიზნესის კეთებაშიც სწორედ ესაა მთავარი ამოსავალი წერტილი - კეთილსინდისიერად აკეთო საქმე. ამით მიიღწევა წარმატება.“


სულ მალე კი „კრეატორიას“ გუნდი საყვარელ სტუმრებს დიდი სიახლით გაახარებს - თიბისის მხარდაჭერით ბარის სივრცე გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ სტუმარს დაიტევს. ერთ ჭერქვეშ მოქცეულ ორ განსხვავებულ სივრცეში თავის მოყრა შეეძლებათ როგორც სასადილოდ თუ სავახშმოდ მისულ სტუმრებს, ასევე ბარის სივრცეში, ურთიერთობისთვისა თუ გასართობად მისულ ადამიანებს, რომელთათვისაც „კრეატორია“ კვირაში ორჯერ, ტრადიციულად, ცოცხალ მუსიკა დაუკრავს.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up