თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში „მაკდონალდსის პურ-ფუნთუშეულის საწარმო - „ბრედფილდი“ გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში „მაკდონალდსის პურ-ფუნთუშეულის საწარმო - „ბრედფილდი“ გაიხსნა

access_time2021-06-30 12:00:00

საქართველოში „მაკდონალდსის“ პურ-ფუნთუშეულის საერთაშორისო სტანდარტების საწარმო - „ბრედფილდი“ გაიხსნა და სულ მალე, ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს. პროექტი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


„ბრედფილდის“ ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმოში დასაწყისისთვის - 30, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება.


საწარმო „მაკდონალდსის“ ქსელის რესტორნებისთვის ერთგვარი რეგიონული ჰაბიც გახდება - 2022 წლიდან „ბრედფილდში“ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა. გარდა იმისა, რომ „ბრედფილდი საკუთარი პროდუქციით ქსელის 18 ადგილობრივ რესტორანს მოამარაგებს, ლეგენდარული ბურგერის პურების შეძენა მალე საცალო, ქსელურ მარკეტებშიც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაცნობი გემოს მიღება მომხმარებლებს უკვე სახლშიც შეეძლებათ.


მომავალში, საწარმოსთან არსებული საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნაც იგეგმება, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლება შეეძლებათ. ამასთანავე, კომპანია ადგილობრივი ფერმერების გადამზადებას, მათ ხელშეწყობასა და მცირე ბიზნესების მხარდაჭერასაც გეგმავს.



საწარმოს პროექტირება და ბიზნეს კონცეფციის შემუშავება 2019 წელს დაიწყო როგორც ადგილობრივ კონსულტანტებთან (Colliers International), ასევე ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად კომპანიიდან - AHB Backwaren GesmbH & Co KG.


შენობის პროექტირებისას გათვალისწინებულია სურსათის უვნებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. დაცულია როგორც ნედლეულის და მზა პროდუქციის, ისე მომსახურე პერსონალის უვნებელი და უსაფრთხო გადაადგილების სქემები. წარმოების ტექნოლოგიური ხაზისთვის თანამედროვე დანადგარები ამერიკული, გერმანული და იტალიური კომპანიებიდან შეირჩა. მაკდონალდსის ფუნთუშების ცხობის პროცესში, პირველად გამოიყენება მსგავსი ტიპის ღუმელი, რომელიც უმაღლესი ხარისხის შედეგს იძლევა და ამასთანავე, მუშაობის უფრო ეკონომიური და მოქნილი სისტემა აქვს.


„მაკდონალდსმა საქართველოში უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა და სისუფთავის სტანდარტი დანერგა, ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მისცა, დღეს კი ამ ყველაფერს ეროვნული წარმოებაც დაემატა. ეს არის სიახლე, რომელიც რიგ ქვეყნებში ჯერ არ არის დანერგილი, ჩვენ კი საქართველოში ამ შესაძლებლობას უკვე ვთავაზობთ მომხმარებელს. საწარმოს გახსნის ნებართვის მოსაპოვებლად, 2 წლის განმავლობაში ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ყველა საფეხური წარმატებით გავიარეთ“, - თენგიზ კაპანაძე, „მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი.


„მაკდონალდს საქართველოსთან 2017 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში „მაკდონალდსის“ 7 ახალი რესტორანი გაიხსნა. დღეს კი კვების ხაზს ძალიან მნიშვნელოვანი და მსხვილი კომპონენტი - ეროვნული წარმოებაც დაემატა. ეს არის პურ-ფუნთუშეულის უმაღლესი სტანდარტების საწარმო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დამსაქმებელი და ქართული პროდუქციის ექსპორტიორი გახდება. პროექტის დაფინანსება საწარმოს მშენებლობის პირველივე ეტაპზე, 2019 წელს დავიწყეთ და რთული პანდემიური პერიოდის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა არც ერთ ეტაპზე არ შეფერხებულა. შესაბამისად, მშენებლობა დაგეგმილ ვადაში, 2020 წელს დასრულდა. ეკონომიკის აღდგენის პერიოდში, მნიშვნელოვანია ექსპორტის გაძლიერება, ამიტომ გვეამაყება, რომ ყველასათვის საყვარელი ბურგერის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ქართული იქნება და მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც დააგემოვნებენ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.


R


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up