„ბიბლუსი ჯგუფმა, სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში, თიბისის მხარდაჭერით, მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გახსნა, რაც ჯგუფის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია.
მაღაზია XS Igrace მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში - Citycenter Celje-ში მასპინძლობს.
როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, XS Toys უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერი კომპანიაა, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა.
„ბიბლუსი ჯგუფი სლოვენიაში სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.
ბიბლუსი ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს - „ბიბლუსს, სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის და კაფეების ქსელს - „პიატოს. ჯამში, ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.