თიბისის პროექტი „გმირები“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

თიბისის პროექტი „გმირები“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

access_time2022-06-07 12:40:00

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104-ე წელი საქართველოსთან ერთად თიბისიმ ორი გამორჩეული პროექტით - „გმირებით“ და „დამოუკიდებლობის სკოლით“ აღნიშნა.



თიბისის პროექტ „გმირების“ კოლექციას კიდევ ათი ადამიანის საკოლექციო ფიგურა შეემატა. პროექტი „გმირები“ თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა. პირველად პროექტის ფარგლებში ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა.



წელს კი „წარსულის ქართველთა სამყაროდან“ 10 გმირი და მოღვაწე შეირჩა: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, დავით სარაჯიშვილი, ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, ამბროსი ხელაია, მერაბ კოსტავა და მარო მაყაშვილი. ნახეთ ვიდეო განახლებული კოლექციის შესახებ აქ: გმირები.



პროექტ „გმირების“ მიზანია, ახალმა თაობამ კარგად გაიცნოს ის ადამიანები, რომლებმაც შორეულ თუ ახლო წარსულში საქართველოს მომავალი შექმნეს. ამ მიზნით თითოეულ მათგანზე მომზადდა სტატიები, რომელთა ნახვა აქ შეგიძლიათ: www.helloblog.ge. უახლოეს დღეებში კი თიბისი 10 გმირის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ მომზადებულ ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ.




პროექტი „გმირები“ სიცოცხლეს შემდეგ წლებშიც გააგრძელებს და მას ისეთი ადამიანები შეემატება, რომლებმაც სხვადასხვა დროს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი როლი შეასრულეს და თავიანთი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს.



2022 წელს გამართული „დამოუკიდებლობის სკოლის“ გაკვეთილები სწორედ ამ ათ გმირს მიეძღვნა. „დამოუკიდებლობის სკოლა“ სპეციალურად 26 მაისისადმი მიძღვნილი პროექტია, რომელსაც თიბისი უკვე მეხუთე წელია ატარებს. სკოლა სხვადასხვა ადგილას იმართება და მასში მონაწილეობენ საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო ადამიანები, რომლებიც ღია გაკვეთილებს ატარებენ სხვადასხვა თემაზე, რაც ქვეყნის თავისუფლებასთან და დამოუკიდებლობასთან არის კავშირში.



წელს „დამოუკიდებლობის სკოლა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა, მათ შორის, ლანჩხუთსა და ქუთაისში.


NS



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up